ლემანი: “ბაიერნი მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობს”
გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე იენს ლემანი თვლის, რომ “ბაიერნის” სათამაშო სტილი მოსაწყენია. ვეტერანმა ფეხბურთელმა ისიც აღნიშნა, რომ მიუნხენელბს სათანადო კონკურენტი არ ჰყავთ.
“ბუნდესლიგაში “ბაიერნს” სათანადო მეტოქე არ ჰყავს. მაგალითად, “ბაიერნს” ინგლისურ პრემიერლიგაში რომ ეთამაშა, ასე იოლად ვერ მოიგებდა მატჩებს.
საერთოდ, “ბაიერნის” თამაში მოსაწყენია საყურებლად. მათი თამაში ძალიან ერთფეროვანია მატჩის ბედს კი ხშირად ფეხბურთელების კლასი წყვეტს” – განაცხადა “არსენალის” ყოფილმა კიპერმა.