ლეო მესი: “ღმერთისგან ბოძებულ ნიჭზე არაფერი ვიცი, მე ინსტიქტურად ვთამაშობ”
კატალონიური “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი აცხადებს, რომ არ შეუძლია დანამდვილებით იმის მტკიცება, განპირობებულია თუ არა მისი თამაში თანდაყოლილი ნიჭით.
“არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩემი თამაში რაღაც განსაკუთრებული მოვლენაა და ეს თანდაყოლილი ნიჭია. ღმერთისგან ბოძებულ ნიჭზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ინსტიქტურად ვთამაშობ. მოედანზე ყოველთვის ვცდილობ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღო და არ გავაკეთო ის, რასაც მეტოქეები ელიან ჩემგან. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ვემზადები მატჩებისთვის, მომდევნო თამაშზე ფიქრს მაშინვე ვიწყებ, როგორც კი შეხვედრა დასრულდება. არ მაქვს რაიმე განსაკუთრებული რიტუალი სტადიონზე გამოსვლის წინ, გასახდელში არ ვყვირივარ, არ ვცდიილობ საკუთარი თავის ამგვარად მოტივირებას. უბრალოდ, ჩუმად ვარ და საკუთარ ფიქრებთან მარტო ვრჩები,”-განაცხადა მესიმ.