ლეო მესის რეკორდი
6 მაისს, ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში კატალონიურმა “ბარსელონამ” “ვილიარეალი” გამანადგურებელი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა.
აღნიშნულ მატჩში “ბლაუგრანას” 29 წლის ლიდერმა, ლიონელ მესიმ დუბლის გაფორმება მოახერხა, რითიც ახალი რეკორდიც დაამყარა.
არგენტინელი გოლეადორი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში 100-ჯერ შეძლო დუბლის გაფორმება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე გოლი მესიმ პენალტის მეშვეობით გაიფორმა. ეს მის მიერ ზუსტად შესრულებული რიგით 73-ე თეთრმეტმეტრიანი იყო.