“ლეო, შენ იცი, რომ ვერ დაგვტოვებ” – ლაპორტა მესის
“ბარსელონას” ახალმა პრეზიდენტმა, ხოან ლაპორტამ “კამპ ნოუზე” ინაუგურაცია გამართა, რომელსაც გუნდის კაპიტანი ლიონელ მესიც ესწრებოდა.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას არგენტინელ სუპერვარსკვლავს მიმართა.
“როცა “ბარსელონას” პრეზიდენტი პირველად ვიყავი, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები გვყავდა. თუმცა, წარმატებულები იმიტომ ვიყავით, რომ სტაბილური გარემო გვქონდა შექმნილი. აქ იმისთვის ვარ, რომ გადაწყვეტილებები მივიღო და დავარწმუნო მესი, რომ ის გუნდში უნდა დარჩეს. ახლა ის ჩვენთან ერთადაა, რაც დადებითი ფაქტია. მან ეს იცის. ლეო, შენ იცი, რომ ვერ დაგვტოვებ. როგორც ჩვენ ჰიმნშია – ერთად ძლიერები ვართ”, – თქვა ლაპორტამ.
🤝 Encuentro entre Joan Laporta, Leo Messi y Sarunas Jasikevicius pic.twitter.com/YyHLwMkoL1
— FC Barcelona (@FCBarcelona_es) March 17, 2021