ლეონარდო ჟარდიმი, შესაძლოა, “ლიონის” თავკაცად მოგვევლინოს
“მონაკოს” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლეონარდო ჟარდიმი, შესაძლოა “ლიონის” თავკაცის პოსტზე ვიხილოთ. ამ ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe ადასტურებს.
როგორც ცნობილი ხდება, “ლიონის” დირექტორთა საბჭოს ლეონარდო ჟარდიმის კანდიდატურა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა, პინი ზაჰავიმ, წარუდგინა.
გეტყვით იმასაც, რომ სწორედ ზაჰავი დაეხმარა ფრანგულ კლუბს მუსა დემბელეს ტრანსფერის განხორციელებაში. ისევე როგორც ტანგი ნდომბელესა და ნაბილ ფეკირისთან არსებული რთული მდგომარეობის განმუხტვაში. ასე რომ, კლუბში მას საკმაოდ დიდი ავტორიტეტი აქვს.
რაც შეეხება “ლიონის” ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ბრუნო ჟენეზიოს, 21 მატჩის შემდეგ მისი გუნდი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი მისი მეტოქე კატალონიის “ბარსელონა” გახლავთ.