ლეონარდო ჟარდიმი: “ტურნირი თავაწეულებმა დავტოვეთ”
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსმა” “მონაკო” საკუთარ მოედანზეც დაამარცხა, ანგარიშით, 2-1 და ფინალში გავიდა.
დაპირისპირების შემდეგ მონაკოლების მწვრთნელმა, ლეონარდო ჟარდიმმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ეს იყო გამოცდილი და გამოუცდელი გუნდების დაპირსპირება. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ აქამდე მოვედით. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რომლებმაც ბევრჯერ გამახარეს. ჩემმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. დღეს ფრეც შესაძლებელი იყო.”
“ამ ღამით ტურნირი თავაწულებმა დავტოვეთ. ახლა ლიგა 1-ზე უნდა ვკონცენტრირდეთ,” – განაცხადა ჟარდიმმა.