ლერი ხაბელოვი დათუნაშვილზე: “ალბათ, მას თავიდანვე წასვლა უნდოდა”

თარიღი: თებერვალი 23, 2019

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა ჭიდაობის ფედერაციას გამართული პრესდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ხაბელოვის თქმით, დათუნაშვილს სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის სურვილი აქვს.

“დათუნაშვილმა დასვა შეკითხვა, რომ მე წასვლა მინდა და ფაქტიურად, ვერ ვიმუშავებ ამ ფედერაციის პირობებში. ფედერაციისა და პრესდიუმის წევრებმა თქვეს, რომ ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ და არანაირი შეზღუდვა არ იქნება. დისკვალიფიკაციაზე საუბარი არ ყოფილა. მე აღვნიშნე, რომ ოლიმპიური კომიტეტი დათუნაშვილს მხარში დაუდგება და მას არავის არ დააჩაგვრინებს. იგივე მოვისმინეთ პრესდიუმის წევრებისაგან და თავად ფედერაციის პრეზიდენტისაგან.

დათუნაშვილმა თქვა: “არა, მე ასე არ მინდა და ვერ ვიმუშავებ, არ გავჩერდები და წასვლა მინდა”. ალბათ, ეს ყველაფერი იმიტომ იყო გაკეთებული, რომ მას თავიდანვე წასვლა უნდოდა. დათუნაშვილის ადგილას, მე ამ საკითხს არ დავაყენებდი და არ ვიტყოდი – მე წასვლა მინდა და ამიტომ არ ვიმუშავებ პრეზიდენტთან.

ორ საკითხს განვიხილავთ: პრესდიუმის შეთავაზება ასეთია – კი ბატონო, იყავი, დარჩი, ხელს შეგიწყობთ. მან ამაზე უარი განაცხადა. მეორე საკითხია წასვლა.

პრესდიუმის წევრებმა დათუნაშვილს თხოვეს, რომ ვარჯიში გაეგრძელებინა. გვინდა, რომ მან ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია აიღოს, მაგრამ მან ამ შეთავაზებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ წასვლა უნდა და სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლება მიგვეცა. პირადად მე, როგორც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, მის წასვლას მხარს არ ვუჭერ, რადგან ის მომავალში ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება.

გეგეშიძემ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ უნდა მოეთმინა და სწორად არ მოქცეულა. მისი გადადგომის საკითხი საქალაქო სასამართლოში განიხილება და დღეს ამ საკითხზე პრესდიუმის წევრებს არ უმსჯელიათ”, – განაცხადა ხაბელოვმა.



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ზურაბ კახაბრიშვილი: “ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ”

სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა პარლამენტში სპორტის კომიტეტის სხდომაზე ექიმების ანაზღაურების შესახებ ისაუბრა. “ჩემ...
წაკითხვა
სხვადასხვა

თურქმა იაკობიშვილს ხელი არ გაუშვა და გათიშა (ვიდეო)

მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილი თურქ სერვეთ ჩოკუნს დაუპირისპირდა. შეხვედრას 2-0 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პედი პიმბლეტი 10 საზღვაო ქვეითს შეებრძოლა და 10-ვე მტკივნეულით დაამარცხა (ვიდეო)

UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლი პედი პიმბლეტი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც 1 დღეში 2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაშინ, როცა კვარაცხელია არნოლდს ამწარებდა, ანრი კვარადონათი აღფრთოვანებული იყო (ვიდეო)

მაშინ, როცა ხვიჩა კვარაცხელია “ლივერპულს” არბევდა, CBC-ზე ტიერი ანრი, კლინტ დემპსი და ჯეიმი კარგარერი კვარაზე […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

“რომელიმე ქვეყანაში ხდება ასეთი რამ?” – მოჭადრაკე ბათუმის მერიის ტურნირს

მოჭადრაძე თამუნა ესაძე ბათუმის მერიის ტურნირზე მომხდარ უსამართლობაზე წერს. “გამარჯობა მეგობრებო, მინდა მოგიყვეთ მორიგი უსამართლობის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართველები მთელ მსოფლიოს აოცებენ! მერაბი, ლუკა, ხვიჩა და …

ბოლო 2 დღეა ქართველი სპორტსმენები საოცარ შედეგებს აჩვენებენ და მხოლოდ გამარჯვებას ახერხებენ. 31 წლის მებრძოლმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა ანაზღაურება მიიღო დვალიშვილმა ალდოს დამარცხებით?

UFC 278-ზე მერაბ დვალიშვილმა ლეგენდარული ჟოზე ალდო დაამარცხა და კარიერაში ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. ჯოზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორი: “ქართველებს საოცარი მოჭიდავეები ჰყავთ”

UFC-ის ლეგენდამ, კონორ მაკგრეგორმა ქართველი მოჭიდავეები შეაქო და მათ შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“გთხოვთ, ეს შეკითხვა აღარ დამისვათ, ჩვენ ძმები ვართ!” – მერაბ დვალიშვილი

21 აგვისტოს მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მებრძოლი ლეგენდარულ ბრაზილიელ ჟოზე ალდოს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილის დასაფასებელი ჟესტი ჟოზე ალდოსთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

21 აგვისტოს მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მებრძოლი ლეგენდარულ ბრაზილიელ ჟოზე ალდოს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა ალდო დაამარცხა! (ვიდეო)

21 აგვისტოს, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მეათე შეხვედრა გამართა. ქართველი მებრძოლი ბრაზილიელ ლეგენდას, ჟოზე ალდოს დაუპირისპირდა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორი დვალიშვილის ბრძოლას გამოეხმაურა: “რას აკეთებს ის სუნიანი ცხიმის ტომარა?”

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი მერაბ დვალიშვილისა და ჟოზე ალდოს დაპირისპირებას გამოეხმაურა. კონორმა ტვიტერზე დრეიკის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ცნობილი ვარსკვლავები მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ დებენ

ცნობილი კანადელი რეპერი Drake UFC-ის დიდი გულშემატკივარია და ხშირად დიდ ფსონებსაც ათავსებს. ამჯერად, მან ქართველი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნეკა დოროყაშვილი: “ნიკოლოზმა გამომიცხადა, მე მეფე ვარ და ჩემი ქვეშევრდომი უნდა იყოო&

ახალი ამბების სააგენტო “ინტერპრესნიუსი” სასამართლოზე ნეკა დოროყაშვილის მიცემულ ჩვენებას აქვეყნებს. “ჩვენ 2011 წელს გავიცანით ერთმანეთი, წე...
წაკითხვა
სხვადასხვა

პოლიცია მძღოლს ეძებს, რომელიც ფორმულა 1-ის ბოლიდით ავტობანზე გავიდა (ვიდეო)

პოლიცია მძღოლს ეძებს, რომელიც ფორმულა 1-ის ბოლიდით პრაღის ავტობანზე გავიდა. ბოლიდი ძალიან ჰგავს ლეგენდარული კიმი […]...
წაკითხვა