ლერი ხაბელოვს სოკ-ის ორდენი მიენიჭა

თარიღი: დეკემბერი 10, 2016

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ორდენი მიენიჭა. ეს არის მთავარი საერთაშორისო ოლიმპიური ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო, რომელიც ოლიმპიური მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებს გადაეცემათ.

ლერი ხაბელოვს ეს დიდი აღიარება პირადად მიულოცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა. ლოზანიდან გამოგზავნილ წერილში ნათქვამია:

„ბატონო პრეზიდენტო,

ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა გაცნობოთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც ლოზანაში 2016 წლის 6-8 დეკემბერს შეიკრიბა, ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თქვენ დაჯილდოებული ხართ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური ორდენით.

ვსარგებლობ შემთხვევით და გულითადად გილოცავთ ამ ჯილდოს.

პატივისცემით, თომას ბახი.”

– მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ თომას ბახს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს, რომლებმაც ასეთი მაღალი ჯილდოთი დააფასეს ჩემი საქმიანობა ოლიმპიურ მოძრაობაში, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა, – რა თქმა უნდა, ეს ასევე არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმატებული მუშაობის აღიარება, დაფასება იმ წვლილისა, რაც ჩვენ შეგვაქვს დიდ ოლიმპიურ მოძრაობაში.

უფრო ადრე, 15 ნოემბერს ლერი ხაბელოვი ასევე დაჯილდოვდა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC) ორდენით. ამ ჯილდოს გადაცემის ცერემონია გაიმართა ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ANOC-ის 21-ე გენერალურ ასამბლეაზე.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ვერონიკა ჰავლიკი – 14-გზის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში (ფოტო)

ვერონიკა ჰავლიკი პოლონელი სპორტსმენია, რომელიც კარატეში მსოფლიო ჩემპიონი 14-ჯერ გახდა....
წაკითხვა
სხვადასხვა

მაკგრეგორი – პორიე (პირისპირ დგომი)

A rematch destined to happen! 💎 @DustinPoirier vs 🇮🇪 @TheNotoriousMMA – tomorrow night on PPV! […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა მეისეი დაამარცხა – მე-3 გამარჯვება ჰაცუ ბაშოზე (ვიდეო)

ჰაცუ ბაშო, IX დღე ტოჩინოშინი – მეისეი ტოჩინოშინის ბალანსი: 3-6 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

დავით ხახალეიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს (ფოტო)

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, დავით ხახალეიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. დავით ხახალეიშვილი 11 იანვარს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა ძიუდოისტებმა დოჰას მასტერსზე?

საქართველოს ნაკრებმა დოჰას მასტერსზე გამოსვლა დაასრულა. ქართველმა ძიუდოისტებმა ყატარში გამართულ ტურნირზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დღის ვიდეო – ქართველები ფინალის შემდეგ ფრანკ დე ვიტს ეხმარებიან (ვიდეო)

12 იანვარს, დოჰას მასტერსზე ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ნიდერლანდელი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავა ტატო გრიგალაშვილმა დოჰას მასტერსის მოგებით?

12 იანვარს, 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა დოჰას მასტერსი მოიგო. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ოთხი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ იქცეოდა უნგრელი ძიუდოისტი გრიგალაშვილის წინააღმდეგ – ქართველის პასუხი (ვიდეო)

დოჰას მასტერსის მეორე სატურნირო დღეს, 81კგ წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მეორე რაუნდში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბ ნურმაგომედოვის სისწრაფე ფეხბურთის თამაშისას (ვიდეო)

შერეული ორთაბრძოლების ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ლეგენდარულ კლარენს ზეედორფთან და მეგობრებთან ერთად დუბაიში ფეხბურთი ითამაშა. ინტერნეტსივრცეში ...
წაკითხვა
სხვადასხვა

ძალიან შეცვლილია – ავთანდილ ხურციძის ახალი ფოტოები ციხიდან

აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის ციხეში გადაღებული ახალი ფოტოები ვრცელდება. 41 წლის სპორტსმენს იმიჯი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ელეგანტურმა ფოტოებმა საჩოგბურთო სამყაროს ხედვები შეცვალა

საქართველოს პირველი ჩოგანის და მსოფლიოს მე-40 ნომრის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ეს ფოტოები მაშინ არის გადაღებული, როცა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნეკა დოროყაშვილის პასუხი ნიკა ბასილაშვილს: “ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!”…&

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა ცოლმა, ნეკა დოროყაშვილმა ჩოგბურთელის 31 იანვრის წერილს უპასუხა, სადაც ბასილაშვილმა შვილს, ლუკას მიმართა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ვერ გირეკავ, ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება” – ნიკოლოზ ბასილაშვილის ემ

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და საკუთარ ვაჟს მიმართა. “წერილი ჩემს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლუხუმ ჩხვიმიანმა განმარტა, რატომ არ ართმევდა ხელს ფრანსისკო გარიგოსს

ქართველმა ძიუდოისტმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა ესპანელ ფრანსისკო გარიგოსზე ისაუბრა და თქვა, რატომ არ ართმევდა მას ხელს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მარია შარაპოვა ქორწინდება (ფოტო)

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, 33 წლის მარია შარაპოვა ბრიტანელ ბიზნესმენზე, ალექსანდრ გილქსზე ქორწინდება. შარაპოვამ ამ […]...
წაკითხვა