ლეროი ფერი “ფეიენოორდს” რვა წლის შემდეგ დაუბრუნდა
“ფეიენოორდის” ოფიიალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გუნდში გამოცდილი ჰოლანდიელი ნახევარმცველი, ლეროი ფერი, დაბრუნდა.
29 წლის ლეროი ფერმა როტერდამული კლუბის რიგები რვა წლის წინ დატოვა, როდესაც “ტვენტეში” გადაწყვიტა კარიერის გაგრძელებას. მას შემდეგ ჰოლანდიელი ფეხბურთელი “ნორვიჩის”, “ქპრ”-სა და “სუონსის” ღირსებებსაც იცავდა.
შეგახსენებთ, რომ “ფეიენოორდი” სწორედ ის კლუბია, რომელსაც ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო” – “გაბალას” წყვილის გამარჯვებული უნდა დაუპირისპირდეს.
გეტყვით იმასაც, რომ ლეროი ფერი რიგით მეოთხე ტრანსფერია როტერდამული კლუბისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე: აქამდე მათ “უტრეხტის” მეკარე ნიკ მარსმანი, “რედინგის” 23 წლის შემტევი ნახევარმცველი ლიამ კელი და “სუონსის” მარჯვენა გარემარი , 20 წლის ლუსიანო დაიმატეს.
HOME. 💭#TransFer #Feyenoord pic.twitter.com/V0qJzlHX5i
— Feyenoord Rotterdam (@Feyenoord) July 25, 2019