ლეროი სანე: “გვარდიოლამ ბევრ ასპექტში დამხვეწა”
“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელმა, ლეროი სანემ ჟურნალისტებთან მის დამრიგებელზე, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა.
“ძალიან დიდი სიამოვნებას ვიღებ პეპთან მუშაობით. ის ჩემგან ბევრს ელის და ვცდილობ, მისი გაცემული ავანსები გავამართლო.”
“პეპი ძალიან მომთხოვნია. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ყველა ასპექტში განვვითარდე.”
“მინდა, ყველას დავუმტკიცო, რომ ეროვნული ნაკრების მუდმივი წევრობა შემიძლია და ამას ვიმსახურებ. “სიტიში” განვითარება ამ ყველაფერში დამეხმარება,” – განაცხადა გერმანელმა.