ლეროი სანე კონფედერაციის თასზე ვერ ითამაშებს
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “ბუნდესნაკრებს” კონფედერაციის თასზე “მანჩესტერ სიტის” ვინგერი, ლეროი სანე ვერ დაეხმარება.
როგორც ცნობილი ხდება, 21 წლის შემტევს ზაფხულში ცხვირის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რის გამოც რუსეთში გასამართი ტურნირის გამოტოვება მოუწევს, რომელმაც სტარტი 17 ივნისს უნდა აიღოს.
“დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი რუსეთში,” – ვკითხულობს სანეს განცხადებაში.
“მაგრამ, ექიმებმა საუბრისას დამაჯერეს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ამ ზაფხულს ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებ და ოპერაციას ჩავიტარებ, რათა ახალ სეზონს სრულიად ჯანმრთელი შევხვდე,” – დაამატა მან.
.@LeroySane19 has pulled out of the #ConfedCup squad to undergo surgery this summer: https://t.co/mWoTvPhZdV #DieMannschaft pic.twitter.com/XAwseGyL4h
— Germany (@DFB_Team_EN) May 23, 2017