ლეროი სანე: “მომწონს კიდეც, როდესაც ლიოვი და გვარდიოლა მაკრიტიკებენ”
“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ლეროი სანე, რომელიც იოაჰიმ ლიოვმა გერმანიის სამუნდიალო განაცხადში არ შეიყვანა, საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.
“ლიოვმა და გვარდიოლამ ყველაზე უკეთ იციან, როგორ უნდა იმუშავონ ჩემთან. მიყვარს გამოწვევები, განსაკუთრებით პეპ გვარდიოლასგან. კრიტიკა მომწონს კიდეც, ასეთი დონის სპეციალისტებისგან მეტსაც ველი. კრიტიკა ფეხბურთში სრულად ნორმალური რამ არის.
საკუთარ თავზე ვარ კონცენტრირებული და ვცდილობ დავამტკიცო, რომ თამაშის ღირსი ვარ. ჩემი მიზანი უფრო მაღალ საფეხურზე ასვლაა და ნაკრებში მეტის დამტკიცებაა,” – აცხადებს სანე.