“ლესტერ სიტი” რიად მარეზს ზამთარში გაყიდის
“ლესტერ სიტის” ხელმძღვანელები მზად არიან, გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, რაიდ მარეზს შეელიონ. ბრიტანული პრესის ცნობით, “მელიებს” ალჟირელი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას დატოვებს.
როგორც იცით, რიად მარეზი “ლესტერ სიტის” მიერ გამოცხობილი სასწაულის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო – როდესაც “ლესტერშირელები” ყველასათვის გასაკვირად პრემიერ ლიგის ტიტულს დაეუფლენ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხას ითხოვენ “მელიები” მარეზის სანაცვლოდ. ალჟირელ ფეხბურთელს აქამდე “არსენალში”, “რომასა” და “ბარსელონაში” უწინასწარმეტყველებდნენ კარიერის გაგრძელებას.
მიმდინარე სეზონში მარეზმა პრემიერ ლიგის ყველა (22) მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 10 საგოლე გადაცემა.