“ლესტერი” ბრენდან როჯერსზე ფიქრობს
დღეს ცნობილი გახდა, რომ “ლესტერ სიტიმ” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლოდ პიუელი გაათავისუფლა.
“მელიები” ახალი თავკაცის ძიებაში არიან და “დეილი ტელეგრაფის” ცნობით, ისინი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბრენდან როჯერსის კანდიდატურას განიხილავენ.
როჯერსი დღესდღეობით გლაზგოს “სელტიკს” უდგას სათავეში, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ მან “ლესტერს” თანხმობა განუცხადოს.
ბრენდან როჯერსმა მიმდინარე გათამაშება “სელტიკში” უნდა ჩაამთავროს, ახალი სეზონიდან კი ჩემპიონატის შეცვლა შეეძლება. კომპენსაციის სახით შოტლანდიელებმა შესაძლოა, ექვსი მილიონი გირვანქა სტერლინგი მოითხოვონ.