“ლესტერი” ჰოლანდიელი ვარსკვლავისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ჩაერთო
The Hinckley Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თნახმად, “ლესტერ სიტი” “ფეინოორდის” ნახევარმცველის, ტონი ვილენას გადაბირებით არის დაინტერესებული.
ჰოლანდიელ ნახევარმცველს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადაბირება ზაფხულში მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.
წყაროს ცნობით, “ლესტერის” გარდა 21 წლის ჰოლანდიელის გადაბირებით “სუონსი”, “ვესტ ბრომი” და “სანდერლენდია” დაინტერესებული.
ახალგაზრდა ნახევარმცველი “ფეინოორდის” აკადემიაშია აღზრდილი, მან კლუბის მაისურით ჰოლანდიის ჩემპიონატის 80 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თავი კი 13 გოლით დაგვამახსოვრა.