“ლესტერი” იჰეანაჩოს ტრანსფერში 25 მილიონს იხდის
ინგლისური პრემიერ ლიგის 2016/17 წლების სეზონის ჩემპიონები “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა თავდამსხმელის, კელეჩი იჰეანაჩოს გადაბირებით არიან დაინტერესებულები.
ბრიტანული პრესის ცნობით, მოლაპარაკებები უკვე ბოლო ეტაპზეა გადასული. რაც შეეხება ტრანსფერის ფასს, ის 25 მილიონი ფუნტით განისაზღვრება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ 20 წლის ფეხბურთელის გადაბირების სურვილს “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელებიც გამოთქვამდნენ.
იჰეანაჩომ პრემიერ ლიგის გასული სეზონის 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და ამასთან ერთად საკუთარ აქტივში 3 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.