“ლესტერი” ჯეიმი ვარდისა და მის ოჯახს გაძლიერებულ დაცვას სთავაზობს
Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “ლესტერ სიტი” ჯეიმი ვარდისა და მის ოჯახს გაძლიერებულ დაცვას სთავაზობს.
როგორც ცნობილი ხდება, კლაუდიო რანიერის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ინგლისელ ფეხბურთელსა და მის ოჯახს არაერთხელ დაემუქრნენ უცხო პირები, რომლებიც მათ სიკვდილითაც კი აშინებდნენ.
ინგლისელი ფორვარდი თვლის, რომ ეს ყველაფერი პრესაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამოძახილია, რომლის მიხედვითაც, მან და “ლესტერის” რამდენიმე სხვა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელებს რანიერის გაგდება მოსთხოვა.
“როგორც ჩანს, ფანებს დიდად არ ვუყვარვართ. საშინელებაა, როდესაც ისინი ჩემი ცოლის დაშინებას ცდილობენ და მანქანაში უვარდებიან, რომლის უკანა სავარძელზეც ჩემი შვილი ზის. ეს რამდენჯერმე განმეორდა.
მაქსიმუმი რასაც ისინი იღებენ, სოციალურ ქსელში დაბლოკვაა და თუ ირგვლივ კამერები არ არის, შენი საქმე წასულია,” – აცხადებს ინგლისელი.