„ლესტერი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუზავდა (ვიდეო)
„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ლესტერ სიტის“ შორის ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურის მატჩი, ფრედ, 1:1 დასრულდა.
მე-8 წუთზე ანგარიში ანტონი მარსიალმა გახსნა, 9 წუთში კი წონასწორობა უეს მორგანმა აღადგინა.
86-ე წუთზე დენიელ დრინქუოტერმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა დარჩენილ დროში „წითელმა ეშმაკებმა“ რიცხოვრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს.
ამით პირველ ადგილზე მყოფ „ლესტერს“ 77 ქულა დაუგროვა. კლაუდიო რანიერის გუნდი მინიმუმ ხვალამდე მეორეზე მყოფ „ტოტენჰემს“, რომელიც ხვალ თანაქალაელ „ჩელსის“ შეხვდება, 8 ქულით უსწრებს. იმ შემთხვევაში, თუ პოჩეტინოს გუნდი ხვალ ვერ გაიმარჯვებს, „ლესტერი“ ორი ტურით ადრე ინგლისის ჩემპიონი გახდება.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ 60 ქულით მეხუთეა.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ლესტერი“ 1:1
გოლები: მარსიალი 8′ – მორგანი 17′
გაფრთხილება: ლინგარდი 53′, კერიკი 57′, რუნი 66′ – დრინქოუტერი 58′, 86′
გაძევება: დრინქუოტერი 86′