„ლესტერის“ ექს-თავდამსხმელს ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა
„ლესტერის“, „ევერტონის“, ქპრ-სა და რამდენიმე სხვა ინგლისური კლუბის ექს-თავდამსხმელ მარკუს ბენტს, გილფორდის სასამართოს გადაწყვეტილებით, ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
37 წლის ყოფილ მოთამაშეს პოლიციელებზე თავდასხმაში ედება ბრალი. 2015 წლის 13 სექტემბერს ბენტი კოკაინის ზემოქმედების ქვეშ მის ბინაში მისულ პოლიციელებს ემუქრებოდა. როგორც ცნობილია, პოლიციის ბენტის სახლში მისვლის მიზეზი ერთ-ერთი შესული ზარია, რომლის შემდეგ სამართალდამცავებმა ბენტის ბინაში ნარკოტიკები აღოაჩინეს.