“ლესტერმა” “მანჩესტერ სიტი” უხვგოლიან შეხვედრაში დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მე-15 ტურის პირველი სათამაშო დღე ჩემპიონისა (“ლესტერი”) და ჩემპიონობაზე პრეტენზიის მქონე (“მანჩესტერ სიტი”) გუნდების დაპირისპირებამ დახურა.
მართალია, “ლესტერი” პრემიერ ლიგაში ნაჩვენები საშინელი შედეგიდან გამომდინარე მატჩის უდავო ფავორიტად “სიტი” სახელდებოდა, მაგრამ მატჩში მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა – თამაშის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ ანგარიში უკვე 3-0 იყო “მელიების” სასარგებლოდ.
პირველი ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. მატჩის მეორე ნახევარში კი ერთი ამდენი გოლი იხილა “კინგ პაუერსზე” შეკრებილმა გულშემატკივარმა – ერთი მასპინძელთა შესრულებით, ორი კი – სტუმართა.
შედეგად, “მანჩესტერ სიტიმ” მეტოქეებს გადასწრების დიდებული შანსი მისცა. “ლესტერი” კი მოპოვებული 3 ქულის წყალობით, 14 პოზიციაზე გადავიდა.
XV ტური
“კინგ პაუერ სტედიუმი”
“ლესტერ სიტი”: ცილერი; ფუქსი, მორგანი, ჰუტი, სიმფსონი; ოლბრაიტონი, კინგი, ამარტი, მაჰრეზი; სლიმანი (ოკაზაკი 79′), ჯეიმი ვარდი
მთავარი მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი
“მანჩესტერ სიტი”: კლაუდიო ბრავო; საბალეტა, სანია, სტოუნზი, კოლაროვი; ფერნანდო; ხესუს ნავასი (სტერლინგი 58′), დე ბრუინი, გიუნდოგანი (ნოლიტო 68′), სილვა; იჰეანაჩო (იაია ტურე 58′)
მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
გოლები: ჯეიმი ვარდი 3′ 20′ 78′, კინგი 5′ – კოლაროვი 82′, ნოლიტო 90′