“ლესტერმა” როი ჰოჯსონთან მოლაპარაკება გამართა
“ლესტერ სიტი” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლაუდიო რანიერის გათავისუფლების შემდეგ ახალი თავკაცის ძიებაშია. კლუბი აღნიშნულ პოზიციაზე ამჯერად როი ჰოჯსონის კანდიდატურას განიხილავს.
“დეილი მეილი” იუწყება, რომ “ლესტერის” მესვეურებმა 69 წლის ინგლისელ სპეციალისტთან საიდუმლო მოლაპარაკება გამართეს. “მელიების” მფლობელი ვიჩაი შრივადანაპრაბჰა ფიქრობს, რომ ჰოჯსონი გუნდს დიდი ხის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ამავე აზრზე არ არის კლუბის სპორტული დირექტორი ჯონ რადკინი, რომელიც იმედოვნებს, რომ გუნდის დროებითი თავკაცი კრეიგ შექსპირი მალე მთავარი მწვრთნელის ამპლუაში მოგვევლინება.
შეგახსენებთ, რომ “ლესტერ სიტი” მანამდე გუს ჰიდინკის, რობერტო მანჩინისა და ნაიჯელ პირსონის კანდიდატურებს განიხილავდა.