ლევან გაბრიჭიძე: “დინამო” აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთებს”
თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ საზოგადოებას ახალი სპორტული დირექტორი ლევან გაბრიჭიძე წარუდგინა.
გაბრიჭიძემ პატარა განცხადება გააკეთა, მან თავის გამოცდილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “დინამო” აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთებს.
“უპირველეს ყოვლისა, რომან ფიფიას ნდობისათვის მადლობას ვუხდი. ჩემთვის დიდი პატივია ისეთ კლუბში მუშაობა, როგორიც “დინამოა”.
ახალი გეგმა გვექნება. ძირითადი აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელბზე გაკეთდება. “დინამოს” პრობლემა არასწორი სელექცია იყო.
მე დიდი ხანი ავსტრიაში ვცხოვრობდი. 2010 წლიდან საფეხბურთო სფეროში ვმუშაობდი. ვარ სპორტული სააგენტოს დამფუძნებელი, რომელიც კლიენტებს სპორტულ კონსულტაციას უწევს. ამ სააგენტოს იტალიის სერია A-სთან და ჰოლანდიის ერედივიზიონთან აქვს კავშირი. თუ საჭირო გახდება, “დინამოსთან” ურთიერთობის დამყარებაც იქნება შესაძლებელი.”