ლევან გორგაძის მიმართვა ძიუდოს სამყაროს (ვიდეო)
ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ ქართული ძიუდოს სამყაროს მიმართა და მხარეებს თხოვა, რომ ერთმანეთი მეტად დააფასონ.
ტოჩინოშინმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის საშუალებითაც ბოლოდროინდელ ამბებთან დაკავშირებით თავისი აზრი დააფიქსირა.
“მინდა, ჩემი გულისტკივილი გამოვხატო ძიუდოს ნაკრებთან დაკავშირებით. მეც ძიუდოისტი ვიყავი და თქვენთან ერთად ვისწავლე ძიუდოსა და სპორტის სიყვარული.
ორმა ტელევიზიამ დამირეკა და ქართულ ძიუდოსთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება მთხოვა. მე მტყუან-მართალის გარჩევას ვერ დავიწყებ. მოუგვარებელი არაფერია. ნუ გავხდებით სხვადასხვა ქვეყნების დასაცინი. დამიჯერეთ, ყველას გაუხარდება ქართული ძიუდოს დასუსტება, გუნდის დაშლა. მე ვთვლი, რომ ჩვენი გუნდი ევროპაში და არამარტო ევროპაში, მთელ მსოფლიოში საუკეთესოა. ჩემი თხოვნა იქნება, მეტად დავაფასოთ ერთმანეთი. ამდენი წლის შრომასა და ავტორიტეტს ნუ გავაფუჭებთ და ნუ გავხდებით მტრების დასაცინი”, – ამბობს ლევან გორგაძე.