ლევან ისერგიშვილი: “ჩემი დრო ახლა მოვიდა და ვცდილობ გამოვიყენო”

თარიღი: ნოემბერი 3, 2019

ეროვნული ლიგის აუტსაიდერის, თბილისის “ვიტ ჯორჯიას” კარს 25 წლის ლევან ისერგიშვილი იცავს, რომელიც ქართულმა საფეხბურთო სამყარომ უმეტესად მიმდინარე სეზონიდან გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ “ვიტ ჯორჯია” უკვე გავარდა, ისერგიშვილს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს და საოცრად გამოიყურება. მისთვის გოლის გატანა ნამდვილად ძალზე რთულია და ამაში ბათუმშიც დარწმუნდნენ, როდესაც 40-ჯერ მაინც დაარტყეს მისი კარის მიმართულებით. Fanebi.com-მა მასთან ინტერვიუ ჩაწერა და სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ვისაუბრეთ.

– ლევან, თქვენ შესახებ საფეხბურთო სამყარომ ყველაზე კარგად მიმდინარე სეზონში გაიგო, როდესაც “ვიტ ჯორჯიას” მთავარი მეკარე გახდით. მოგვიყევით თქვენ შესახებ, სად დაიწყეთ კარიერა, სად თამაშობდით…

– ფეხბურთის თამაში “სამთავისში” დავიწყე, 6 წლის ვიყავი. შემდეგ იყო გორის გუნდი, რომელსაც მხოლოდ თამაშებზე ვემატებოდი. შემდეგ თბილისის “ოლიმპი” და “ვიტ ჯორჯია”. “ვიტ ჯორჯიაში” უკვე 9 წელია, რაც ვთამაშობ.

– ვინც “ვიტ ჯორჯიას” თამაშებს თვალს ადევნებს, ყველა დაინახავდა, რომ ახლო მანძილიდან და მაშინ, როცა კარი ნახევრად დაუცველია, თავდამსხმელების დარტყმების მოგირიება საოცრად გამოგდით. როგორ ახერხებთ ამას?

– ყველაფერი ღმერთის ნებაა და დარწმუნებული ვარ, ღმერთი მეხმარება ამაში. ამასთანავე, გრიგოლ ბედიაშვილი მაქსიმალურად მეხმარება, რომ ეს ბურთები ავიღო. ბედი ჩვენი მეკარეთა მწვრთნელია და მისი დიდი დამსახურებაა ამ ყველაფერში.

– ბოლო მატჩში, ბათუმში, პრაქტიკულად ყოველ 5 წუთში ერთხელ თქვენი კარის მიმართულებით ბურთი მოფრინავდა. პენალტის აღებაც მოახერხეთ, თუმცა მხოლოდ დამატებაზე გაუშვით გოლი. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ამჩნევდნენ გასულ წლებში ისერგიშვილს თუ მიმდინარე სეზონში განიცადეთ უდიდესი პროგრესი?

– ძალიან კარგი კითხვაა. მოდი ასე ვთქვათ, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩემი დრო ახლა მოვიდა და მე ვცდილობ გამოვიყენო.

– “ვიტ ჯორჯია” ბოლო ადგილზეა, გავარდა, მაგრამ გუნდი ბოლო მატჩებში ძალიან ცოტა გოლს უშვებს, თქვენ გუნდის აშკარა ლიდერად ჩამოყალიბდით და რამდენიმე მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს. ხომ არ ყოფილა უკვე დაინტერესება თქვენ მიმართ სხვადასხვა კლუბიდან?

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ გუნდის ნაკლები გოლის გაშვება მხოლოდ ჩემი დამსახურება არაა. ამ ყველაფერში უდიდეს წვლილს გუნდის მცველები იღებენ და ერთად ვიბრძვით. რაც შეეხება შეთავაზებას – არა, არ მქონია.

– “ვიტ ჯორჯიას” პრაქტიკულად 4 თვეში ახალი გუნდის გაკეთება მოუწია და როგორც მოსალოდნელი იყო, გავარდა. შეუძლია გუნდს ამ შემადგენლობით ეროვნულ ლიგაში დაბრუნება?

– ვფიქრობ, შეუძლია, თუმცა აუცილებელი იქნება რამდენიმე ფეხბურთელის დამატებაც. თუ შენარჩუნდება გუნდის ძირითადი ბირთვი, “ვიტ ჯორჯია” კვლავ დაბრუნდება და გაცილებით უფრო ღირსეულად.

– ეროვნული ლიგიდან რომელ მეკარეს გამოარჩევდით?

– მიშა ალავიძესა და როინ კვასხვაძეს. მიშა ყოველთვის სტაბილურია და ეს გამოარჩევს მას. როინი კი ნამდვილი კაპიტანია.

– ეროვნული ლიგის განვითარებაზეც ვისაუბროთ. იზრდება ჩემპიონატის დონე წლიდან წლამდე? და საჩემპიონო ბრძოლაში, როგორ ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს?

– ძალიან კარგი და სწორი რეფორმები მიდის ფეხბურთის განვითარების მხრივ. ქართული ფეხბურთი გასულ წლებში, როდესაც მოედნები არ იყო, გადაღება, ფაქტობრივად არ იყო ფულიც, ერთნაირი ბურთებით თამაშიც კი დიდი პრობლემა გახლდათ. ქართული ფეხბურთი დღეს, როდესაც ახალი სტადიონები შენდება, ყველა თამაშის პირდაპირი ტრანსლირება ხდება და რაც მთავარია, მეტი ფული იდება, რომელიც ფეხბურთს ასე სჭირდება. გასული წლების პერიოდი და დღევანდელი დრო რომ შევადარო, ვფიქრობ, ძალიან დიდ განსხვავებას დავინახავთ. იმედი მაქვს სულ მალე დადგება ის დრო, როდესაც ქართულ კლუბებს ევროტურნირებზე ვიხილავთ.

ბათუმში ვიგრძენი, რომ ხალხი მოწყურებულია ჩემპიონობას, ამასთანავე “დინამო” და “საბურთალოც” საკმაოდ კარგი გუნდებია. ყველას აქვს მისი შანსი.

– როგორი გრძნობა იყო სავსე ტრიბუნების წინ თამაში? და რა განსხვავებაა, მაშინ როცა თამაშს მხოლოდ 20-25 კაცი ესწრება.

– მინდა დიდი სიყვარული გამოვხატო ბათუმის “დინამოს” ქომაგების მიმართ. მათ ნამდვილად უყვართ ფეხბურთი და ეს მაშინ დავრწმუნდი, როცა მათ საყვარელ გუნდს, ალბათ, საჩემპიონო ქულა დავაკარგვინეთ, მაგრამ დააფასეს ჩვენი თავდადება და ტაშით გამოგვაცილეს. ეს არასდროს დამავიწყდება.

სიმართლე გითხრათ, მე სავსე ტრიბუნების წინ თამაშის დროს დაძაბულობა მთლიანად მეხსენება და ბევრად მეტ სიამოვნებას ვიღებ ფეხბურთისგან, ვიდრე ცარიელი ტრიბუნის წინაშე. ეს მართლაც საოცარია.

– თქვენი საფეხბურთო კუმირი ვინ გახლავთ? იყო მეკარე, ვისაც ბაძავდით?

ღრმა ბავშვობაში პირველი მეკარე ვინც მიყვარდა, ფრანჩესკო ტოლდო იყო, მაგრამ მანუელმა ნოიერმა ყველაფერი შეცვალა.

– ამბობენ, მეკარეობა ცხოვრების წესის არისო. ეთანხმები?

მეკარეობა დიდი პასუხისმგებლობაა და უდიდეს წნეხს განიცდის მეკარე. მასზე უამრავი რამ არის დამოკიდებული. შენ პრაქტიკულად გუნდის ბოლო იმედი ხარ, ხოლო, ნაკრებში თამაშის დროს, ქვეყნის კარი გაბარია.

– საფეხბურთო ოცნება, მიზანი, ნაკრებში თამაშია?

ნამდვილად. ეროვნულ ნაკრებში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. მიზანი კი ერთი მაქვს. ვიბრძოლო, ვიშრომო, ვითამაშო და წვლილი შევიტანო ქართული ფეხბურთის განვითარებაში, როგორც შევძლებ. დღეს, რომ თუნდაც რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემი სახელი, ეს ერთი დიდი ოჯახის დამსახურებაა, რომელსაც “ვიტ ჯორჯია” ჰქვია და მინდა თითოეულ “ვიტ ჯორჯიელს” მადლობა გადავუხადო ამისთვის.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“დორტმუნდი” “მანჩესტერ იუნაიტედს” მანჯუკიჩისთვის ბრძოლაში შეეცილებ

დორტმუნდის “ბორუსია” ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდ მარიო მანჯუკიჩის დამატებას შეეცდება. “კიკერის” ცნობით, გერმანული...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხორვატია რაკიტიჩის და მოდრიჩის გარეშე დარჩა

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ხვალინდელ შეხვედრაში ივან რაკიტიჩი და ლუკა მოდრიჩი არ მიიღებენ მონაწილეობას. რაკეტა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არიენ რობენმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა გარემარბმა არიენ რობენმა საფეხბურთო კლუბ “გრიუნვალდის” (მიუნხენი) სისტემაში სამწვრთნელო კარიერა დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტირანაში მინდვრის მორწყვის სისტემა არაზუსტად დაამონტაჟეს და ბალახის ნაცვლად ტრიბუნა დასველ

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (0:2) შესვენებისას კურიოზული შემთხვევა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაკო გვილია: “მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებთან კარგი თამაში გველოდება”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩისთვის მზადებას ხორვატიაში განაგრძობს. ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ პულაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზინჩენკოს რეაქცია უკრაინის ნაკრების მიერ სერბეთის კარში ბოლო წუთზე გატანილ გოლზე (ვიდეო)

17 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, B ჯგუფის ლიდერი უკრაინა სტუმრად მესამე ადგილზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოზე მოურინიო მზადაა, ლონდონში მუშაობისთვის, “რეალს” უარი უთხრას

საფეხბურთო სამყაროში თვლიან, რომ ჟოზე მოურინიო მწვრთნელის პოზიციას უახლოეს მომავალში უნდა დაუბრუნდეს. პრესაში ვრცელდებოდა ხმები, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ მოიქცნენ კოსოვოელი ფანები ინგლისის ჰიმნის დროს (ფოტო, ვიდეო)

17 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კოსოვოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ინგლისს უმასპინძლა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების ისტორიაში შევიდა

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ინგლისი ნაკრებმა გასვლით შეხვედრაში კოსოვოს განადგურება შეძლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “ლუქსემბურგის ნაკრების მოედანი კარტოფილის მინდორს უფრო ჰგავდა” (ფოტო)

პორტუგალიის ეროვნული გუნდის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის (2:0) [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუქსემბურგელი ფანები რონალდუს: “მესი! მესი! მესი!”

17 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებმა სტუმრად ლუქსემბურგი 0:2 დაამარცხა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიერი ანრი, შესაძლოა, “ბარსელონას” მწვრთნელი გახდეს

“მონრეალ იმბპაქტის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ტიერი ანრი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში კატალონიის “ბარსელონას” თავკაცის რა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი არაბიძეს 3-4 თვე გაუცდება

თურქული “ადანასპორის” 21 წლის ნახევარმცველს, გიორგი არაბიძეს ტრავმის გამო 3-4 თვე გაუცდება. არაბიძემ კოჭის ტრავმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს – საფეხბურთო სამყარო კვლავ გაერთიანდა

ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაჭერილი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას საფეხბურთო სამყაროც შეუერთდა. თბილისის “დინამოს...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასილასი: “უეფამ საკუთესოდ ვან დეიკი დაასახელა, ფიფამ – მესი. კრიტერიუმები ალო

“პორტუს” კიპერმა იკერ კასილასმა ფიფასა და უეფას ინდივიდუალური ჯილდოების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. ესპანელი აღნიშნავს, […...
წაკითხვა