კობიაშვილმა „ჰერტა“ გაშვებული გოლისგან იხსნა

თარიღი: დეკემბერი 14, 2013

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტური ბერლინის „ჰერტასა“ და ბრემენის „ვერდერის“ მატჩით გაიხსნა. შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან დუბლი შეასრულა კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ადრიან რამოსმა, ერთი გოლი ებერსონ ფურტადო რონის ანგარიშზეა. „ბრემენელი მუსიკოსებიდან“ თავი გამოიჩინეს ნილს პეტერსენმა და აარონ ჰანტმა. მატჩში მონაწილეობა მიიღო ლევან კობიაშვილმაც, რომელიც მოედანზე შეხვედრის 81-ე წუთზე შემოვიდა და დარჩენილი დრო უშეცდომოდ გაატარა, ერთ ეპიზოდში კი „ჰერტა“ აშკარა გოლისგან იხსნა: 87-ე წუთზე ბერლინელთა კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, „ჰერტას“ მეკარემ ბურთი უხეიროდ მოიგერია, ძელს მოხვდა და კარის ხაზის გასწვრივ წამოვიდა. ბურთს კარის ხაზთან კობიაშვილმა მიუსწრო, მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ცხვირწინ ააცალა და საჯარიმოს გარეთ მოიგერია.

ამ გამარჯვებით „ჰერტამ“ 25 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. „ვერდერი“ 16 ქულით მე-14 პოზიციაზე გახლავთ.

აქვე გთავაზობთ გოლებისა და კობის სეივის ამსახველ ვიდეომასალას.

გერმანიის ბუნდესლიგა
XVI ტური
„ჰერტა“–„ვერდერი“ 3:2
გოლები: რამოსი 17′ (პენ), 26′, რონი 48′ – პეტერსენი 15′, ჰანტი 32′.
გაფრთხილებები: ჯიგერჯი 66′ – გებრე სელასი 17′, გარსია 51′.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდუმ პროფესიონალურ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. 34 წლის თავდამსხმელმა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გააკეთა სან მარინოს ნაკრების მეკარემ შოტლანდიასთან მატჩში (ვიდეო)

13 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდიამ საკუთარ მოედანზე სან მარინო მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

70 000 უკრაინელის მიერ შესრულებული ჰიმნი პორტუგალიასთან მატჩის წინ (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ეროვნული ნაკრები კიევში პორტუგალიას მასპინძლობს. მატჩის დაწყების წინ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი იქნება ბათუმის “დინამოს” ახალი ბაზა (ფოტო)

ბათუმის “დინამოს” ახალი ბაზა ექნება. პროექტი უკვე შექმნილია და ის რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. ბაზაზე განთავსებული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო ბუსკეტსის პასუხი ედეგორს (ვიდეო)

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნორვეგიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიროსლავ კლოზე: “ლევანდოვსკი ჩემზე ათჯერ უკეთესია”

გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, მიროსლავ კლოზე, მიიჩნევს, რომ რობერტ ლევანდოვსკი მასზე უკეთესი თავდამსხმელია. შეგახსენებთ, რომ კლოზეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯაკა და ლიხტშტაინერი საჯარიმოს შესრულების დროს (ვიდეო)

12 ოქტომბერს, დანიისა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (1:0), სტეფან ლიხტშტაინერმა და გრანიტ ჯაკამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სტივენ ჯერარდი და მისი შვილი “აიბროქსზე” (ვიდეო)

12 ოქტომბერს, შოტლანდიაში, “აიბროქსზე” “რეინჯერსისა” და “ლივერპულის” ლეგენდებს შორის მატჩი გაიმართა. მატჩის დასრულ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქვილითაია: “ვცდილობდი და ცდა არ მომიკლია”

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ საინტერესო კომენტარი გააკეთა. “ვთვლი, რომ კარგად ვითამაშეთ. უპირატესობა შევქმენით...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ეხმაურებიან ირლანდიელები საქართველოსთან გამართულ მატჩს?

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” ირლანდიას” დაუპირისპირდა და [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კიტეიშვილი: “რასაც დავიმსახურებ, ის არ დამეკარგება არასდროს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ირლანდიასთან 0-0 თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. “საკმაოდ ნორმალურად ვითამაშეთ,...
წაკითხვა
ფეხბურთი

გოჩა თანდარაშვილი: “მწვრთნელიც უნდა ხვდებოდეს და…”

საქართველოს ნაკრების გულშემატკივარმა, გოჩა თანდარაშვილმა ირლანდიასთან დაფიქსირებულ ფრეზე და გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა. “თამაშის ხარისხი ალბათ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასპერ შმეიხელის სეივები შვეიცარიასთან მატჩში (ვიდეო)

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე შვეიცარია მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიკ მაკკარტი: “ჩვენთვის ეს ქულა მოპოვებული ქულაა”

ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიკ მაკკარტიმ საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვლადიმირ ვაისი: “საქართველოსთვის ერთი ქულის მოპოვება ცუდი არ არის”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასთან გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპა...
წაკითხვა