ლევან კობიაშვილი: “ჩაკვეტაძეს ცრემლები მოსდიოდა, ისე სურდა თამაში”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა “სპორტის საათში” გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა
“გიორგის იმდენად უნდოდა ამ შეხვედრაზე ჩამოსვლა, ჩვენთან ერთად ყოფილიყო, ის თამაში ბოლოს, რომელიც ითამაშა, წესით არ უნდა ეთამაშა და რომ არ გამოსულიყო, მას გუნდი არ გამოუშვებდა. ჩაკვეტაძეს ტკიოდა ფეხი, პირველად ვიძახი, არავის უთქვამს, ძალიან ტკიოდა ფეხი. ხვდებით, რა განწყობაა თითოეულ ფეხბურთელში და გუნდში. აქ რომ ჩამოვიდა, უკვე ვიცოდით, ვერ ითამაშებდა. ფეხი აწუხებდა, ცრემლები მოსდიოდა, ისე სურდა თამაში”.
მე მგონია, ეს ისტორია გუნდთან ერთად გიორგიმ დაიწყო, ის იყო მთავარი შემოქმედი და მე მჯერა, ის დაასრულებს”, – განაცხადა კობიაშვილმა.
ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატში “ბეერსხოტთან” მატჩში ბოლო 30 წუთი ითამაშა.