ლევან კობიაშვილი: “დღეს ჩემი მოტივაცია გაცილებით დიდია”

თარიღი: დეკემბერი 28, 2018

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს 29-ე საარჩევნო ყრილობის დანიშვნის გადაწყვეტილება 28 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

გადაწყვეტილების შესაბამისად, ყრილობა ფედერაციის პრეზიდენტს 15 თებერვალს, სიმბოლურად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  დაარსების დღეს აირჩევს.

აღმასკომის დასრულების შემდეგ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მედიისთვის კომენტარი ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

„წლის შემაჯამებელ აღმასკომის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო რიგით 29-ე ყრილობის დანიშვნის თარიღი. ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე, რომ 2019 წელი საარჩევნო წელია, ყრილობაზე, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეს, 15 თებერვალს გაიმართება, მოხდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და აღმასკომის წევრების არჩევა. გადაწყვეტილება, რომელიც წესდების შესაბამისად და ყველა მოთხოვნის დაცვით იქნა მიღებული, განპირობებულია იმით, რომ მომავალი წლის მიზნებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, არჩევნები ჩატარდეს ვიდრე აქტიურ ფაზაში შევა სეზონი, რათა გამარჯვებულ კანდიდატს მიეცეს საშუალება, სწორად წარუძღვეს პროცესს, რაც თავისთავად მხოლოდ ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარეობს.“- აღნიშნა მან.

ლევან კობიაშვილმა მის კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა:

„ამ ეტაპზე, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ქართულ ფეხბურთში მიმდინარე დადებითი პროცესების შედეგად,, დღეს ჩემი მოტივაცია გაცილებით დიდია, ვიდრე 2015 წელს, როდესაც პირველად მხვდა წილად პატივი, ვყოფილიყავი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. დანარჩენს ყველაფერს, წესდების შესაბამისად ვიმოქმედებთ და შევატყობინებთ საზოგადოებას.“- განაცხადა მან.

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა

„გენერალურ სამდივნოს უკვე დაევალა, რომ ორშაბათს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრებს განესაზღვროთ ვადები პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის შესახებ, ასევე აღმასრულებელი კომიტეტის წევრებისა და იმ დელეგატების წარდგენის შესახებ, რომლებიც ყრილობაში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის ყველა წევრს საშუალება მიეცემა დღის წესრიგთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. შესაბამისად, ზემოთაღნიშნული თარიღები, ორშაბათს, 31 დეკემბერს დაზუსტდება და რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებული პირი ინფორმირებული იქნება, ბუნებრივია, ინფორმაციას მივაწვდით მედიასა და საზოგადოებას.”- აღნიშნა დავით მუჯირმა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გიორგი ქოჩორაშვილი “ლევანტეში” ითამაშებს

თბილისის “საბურთალოს” 20 წლის ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ბოლოს “ჟირონაში” თამაშობდა, კარიერას “ლევანტეში...
წაკითხვა
ფეხბურთი

გია ჭიაბრიშვილი: “ზაგრების “დინამოსთან” 1 შეტევითი კოზირი გვაქვს”

საფეხბურთო კლუბი საბურთალო ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ტირასპოლის შერიფის ბარიერი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგა ახალი სეზონის დაწყებამდე VAR სისტემის მომზადებას ვერ ასწრებს

ესპანეთის ლა ლიგამ VAR ტექნოლოგიის მიმწოდებელი შეიცვალა. თუ ამ მომსახურებას გასულ სეზონში კომპანია Mediapro უწევდა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზურაბ მენთეშაშვილი ახალ გუნდში გადავიდა

საფეხბურთო კლუბ “თელავში” რამდენიმე ახალწვეულია და მათ შორის, საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ზურაბ მენთეშაშვილიც. 39 […...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი მეტოქე გუნდის მწვრთნელს: “სახლში წადი, პატარა ბო*ო” (ვიდეო)

20 ივლისს, MLS-ში “ლოს ანჯელეს გალაქსიმ” საკუთარ მოედანზე “ლოს ანჯელესი” მიიღო და მეტოქე 3:2 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩის შოუ – სუპერგოლი და ჰეთ-თრიქი “ლოს ანჯელესის” კარში (ვიდეო)

20 ივლისს, ამერიკის MLS-ში “ლოს ანჯელეს გალაქსიმ” სკაუთარ მოედანზე “ლოს ანჯელესი” მიიღო და მეტოქე 3:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარსელომ ნეიმარსა და აზარს შორის უკეთესი დაასახელა

მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველს, მარსელოს ნეიმარის შესახებ შეკითხვა დაუსვეს და ასევე, მას ბრაზილიელი თავდამსხმელის ედენ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 19 ივლისი

სამი ფეხბურთელი პოგბას სანაცვლოდ Goal.Com-ის ცნობით, “იუვენტუსი” მზადაა პოგბას სანაცვლოდ “მანჩესტერ იუნაიტედს” სამი ფეხბურთელი...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 19 ივლისი

სამი ფეხბურთელი პოგბას სანაცვლოდ Goal.Com-ის ცნობით, “იუვენტუსი” მზადაა პოგბას სანაცვლოდ “მანჩესტერ იუნაიტედს” სამი ფეხბურთელი...
წაკითხვა
ფეხბურთი

სულშერი: “დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში უფრო მაღალი დონის მარსიალს ვიხილავთ&

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სულშერმა, ახალი სეზონის წინ საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა გუნდის ფრანგი შემტევის, [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ვალდესი “ბარსელონაში” დაბრუნდა

კატალონიის “ბარსელონას” მიერ აღზრდილი ესპანელი მეკარე ხუთი წლის შემდეგ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. ამჯერად, ვალდესი “ბლაუგრანაში”...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსი” “მანჩესტერ იუნაიტედს” პოგბას სანაცვლოდ სამ ფეხბურთელს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა კვლავ გადაწყვიტეს “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ახალი შეთავაზების გაკეთება პოლ პოგბას ტრანსფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც უთამაშია

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც მას უთამაშია, მადრიდის “რეალისR...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაგალითი “საბურთალოს” მალტელებისგან: როგორ დავამარცხოთ ფავორიტი ხორვატიიდან?

თბილისის “საბურთალოსა” და ზაგრების “დინამოს” მატჩი თითქმის კარს მოგვადგა. საინტერესოა, რომ ზემოთ აღნიშნულ შეხვედრამდე რამდენიმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამ გააბრაზა იბრაჰიმოვიჩი “სან ხოსესთან” მატჩში?

“ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კომენტარი “სან ხოსესთან” გამართულ მატჩზე გააკეთა და აღნიშნა, რომ [&...
წაკითხვა