ლევან კობიაშვილი: “ეს წუთები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში!”

თარიღი: ნოემბერი 12, 2020

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ბიჭებს ჩრდ.მაკედონიასთან მატჩამდე მიმართა.

“ერთი დღე დარჩა ისტორიულ შეხვედრამდე. მატჩამდე, რომელსაც პირადად მე და მთელი საქართველო ასე მოუთმენლად ველით. ხვალ თბილისში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალი და ჩვენი ნაკრებისთვის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, დინამო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიას ვუმასპინძლებთ.

ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატთან არასდროს ვყოფილვართ. ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ფინალამდე მისასვლელ ამ გრძელ გზაზე ჩვენ ნაკრებს წარმატების მიღწევაში ხელი შეუწყო. მადლობა ყველა დროის ნაკრების ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და თანამშრომელებს, რომელიც 30 წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთის ახალ ისტორიას წერდნენ. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, ნაკრების პერსონალს, სამწვრთნელო შტაბს და პირადად ვლადიმირ ვაისს.
მთავარი გამარჯვება წინ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველს, მათ შორის მათ, ვინც ჩვენ ქვეყანას მინდორზე წარადგენს, გათავისებული აქვს ამ დღის ისტორიული მნიშვნელობა. ასეთი ერთიანი ჩვენი ნაკრები არასოდეს ყოფილა და მჯერა, რომ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ფინალს, სტადიონზე გულშემატკივრის გარეშე ვხვდებით. ჩვენმა გულშემატკივარმა წლების მანძილზე არაერთხელ დაამტკიცა თავისი ერთგულება ეროვნული გუნდის მიმართ, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხვალ ვერცერთ მოთამაშეს გულშემატკივრისა და საკუთარი ქვეყნისადმი პასუხისმგებლობის გრძნობის სიმძაფრეს, ცარიელი ტრიბუნა ვერ შეუცვლის – ეს ბელარუსთან ნახევარფინალშიც ნათლად დავინახეთ.
ამ თამაშის მნიშვნელობაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, მხოლოდ ერთს დავამატებ, რომ მინდა მომავალმა თაობებმა, ეროვნული გუნდის მაისურით იმას მიაღწიონ, რაც მე და ჩემი თაობის ფეხბურთელებმა ვერ შევძელით. იმედი მაქვს ხვალინდელი მატჩი, სწორედ ამ საოცნებო მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება.
ბოლოს, მინდა, რომ ბიჭებს, ქართულ ფეხბურთს და მთელ საქართველოს უბრალოდ ბედნიერი წუთები ვუსურვო. წუთები, რომლებიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში!”, – წერს კობიაშვილი.
შეხვედრა “დინამო არენაზე” 21:00 საათზე დაიწყება.
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ცვილის ფიგურათა მუზეუმში მესის ძეგლი დადგეს (ფოტო)

ბარსელონის ცვილის ფიგურათა მუზეუმში ახალი ექსპონატი წარადგინეს. ობიექტს “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის ფიგურა შეემატა. ძეგლი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრები – ყველა ქართველი მწვრთნელი გამოირიცხა?

ვლადიმერ ვაისის საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილების შემდეგ, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია და ფეხბურთის ფედერაციამ ვაისის შემცვლელის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდის ახალმა ფოტომ გულშემატკივრები აღაფრთოვანა

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰაუგეს ბრწყინვალე გოლი “სელტიკის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Hauge unreal solo goalpic.twitter.com/dlxkkUzeMV — Karim (@Futball_Karim) December 3, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცნობილია, სად ჩატარდება უეფას ახალი საკლუბო ტურნირის პირველი ფინალი

დღეს ცნობილი გახდა, თუ სად ჩატარდება უეფას ევროპის კონფერენციის ლიგის პირველი გათამაშების ფინალური მატჩი. მესამე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ

საქართველო 2023 წელს უეფა-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ერთ ერთი მასპინძელია უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო ისევ უკმაყოფილოა

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო უსამართლოდ თვლის ევროთასების ფორმატს, რომლის ძალიათაც, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ასტონ ვილამ” ჯეკ გრილიშს ფასი დაადო

ჯეკ გრილიშის ტრანსფერისადმი მზარდი ინტერესის ფონზე, “ასტონ ვილამ” ჯეკ გრილიშის სატრანსფერო ღირებულება დაასახელა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა მდგომარეობაა ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში?

ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი დასკვნით ფაზაშია. გასათამაშებელი დარჩა მომდევნო ეტაპის 7 საგზური. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარი: “პარი სენ-ჟერმენში” ევროპა ლიგაზე სათამაშოდ არ მოვსულვარ”

“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა, ნეიმარ ჟუნიორმა, “ოლდ ტრაფორდზე” მოგებული უმნიშვნელოვანესი მატჩის შემდეგ პრე...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასილასი რონალდუს: “მხოლოდ 750 გოლი?”

კრიშტიანუ რონალდუმ 2 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე კიევის “დინამოსთან” მოგებულ მატჩში ერთი გოლის გატანა შეძლო. ეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ”-ს პრეზიდენტი: “ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ვიბრძვით”

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, “ოლდ ტრაფორდზე” მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების (3:1) შემდეგ პრესა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარი: რაც მარადონამ გამიკეთა, არასოდეს დამავიწყდება

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, ნეიმარმა ლეგენდარული დიეგო მარადონას შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გაიხსენა ბავშვობის პერიოდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი პენალტი დაინიშნა “დორტმუნდი” – “ლაციოს” მატჩში (ვიდეო

2 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე “ლაციო” მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოლივიე ჟირუმ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

2 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში “ჩელსიმ” სტუმრად “სევილია” 4:0 დაამარცხა. შეხვედრაში ოთხივე […...
წაკითხვა