ლევან კობიაშვილი: “მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად გადასატანი”

თარიღი: ნოემბერი 18, 2020

საქართველოს ფებურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა.

“ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი.

მაგრამ მე, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა – გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.

დღეს ჩვენი გუნდი, მოედანზე ესტონეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გამოვა და მინდა რამაზ სვანაძეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნაკრებს გვერდით უდგას. ასევე, მადლობა ვლადიმირ ვაისს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს – მეთორმეტე მოთამაშეს. ასეთ ურთულეს წუთებში, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყველა გამამხნევებელ სიტყვას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კრიტიკულ ვითარებაში ეს არის სწორედ ის ძალა, რაც გეხმარება ფეხზე წამოდგე, მიუხედავად მარცხისა დაიწყო თავიდან და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააკეთო შენი საქმე.

დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ”, – ვკითხულობთ კობიაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჩავიმ “ალ სადთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა, რომელიც დღესდღეობით ყატარის “ალ სადს” წვრთნის, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრ...
წაკითხვა
ფეხბურთი

40 წელი ისტორიული გამარჯვებიდან – 1981 წლის 13 მაისი!

ზუსტად 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის “დინამომ” 1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფამ “რეალის”, “ბარსასა” და “იუვეს” წინააღმდეგ დისციპ

ოთხშაბათს, უეფამ მადრიდის “რეალის” , “ბარსელონასა” და ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს “იუვენტუსის” ფეხბურთელებთან პრობლემები აქვს

ტურინის “იუვენტუსის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელებთან პრობლემები აქვს. ინფორმაციას იტალიური გამოცემა Football Italia ადასტურებს. რ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანლუიჯი ბუფონმა სერია A-ში ისტორიული მიღწევა დააფიქსირა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში, “სასყოლოსა” და “იუვენტუსს” შორის მიმდინარე მატჩში, მე-16 წუთზე 43 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვატცკე: “დარწმუნებული ვარ, რომ ჰოლანდი მომავალ წელსაც “ბორუსიაში” ითამაშ

დორტმუნდის “ბორუსიას” დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა, ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ, ერლინგ ჰოლანდის მომავალთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

სინკლეირი ათი ცვლილების გამო “მანჩესტერ იუნაიტედის” დასჯას ითხოვს

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ტრევორ სინკლეირმა, პირდაპირ ეთერში საუბრისას აღშფოთება ვერ დამალა “ლესტერ სიტისთან” მატჩში [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვლადიმერ ვაისის ახალი კლუბი ცნობილია

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა სლოვაკეთის საუკეთესო გუნდი, “სლოვან ბრატისლავა” ჩაიბარა. “სლოვანი&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“აიაქსმა” ტიტული გადაადნო და ფანებისთვის 42 000 ვარსკვლავი შექმნა

მაისის თვის დასაწყისში “აიაქსმა” ნიდერლანდების ჩემპიონობა იზეიმა. მოგებული ტიტულის დახმარებით კი ფანების მხარდაჭერა განსაკუთრებული ჟესტით ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ემერიკ ლაპორტი ესპანეთის ნაკრებში ითამაშებს

“მანჩესტერ სიტის” მცველი, ემერიკ ლაპორტი, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ღირსებას დაიცავს. ინფორმაცია ოფიციალურად [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კუტალია: “ძალიან რთული ღამე გადავიტანეთ”

ისრაელში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი, ლევან კუტალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. “ჰაპოელ უმ ალ-ფამის” თავდამსხმელი ისრაელში […...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქოჩორაშვილმა “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშა (ფოტო, ვიდეო)

“ლევანტეს” ქართველმა ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშა. საქართველოს ახალგაზრდული ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენი დოზა ვაქცინა დასჭირდება ეროვნული ლიგის სრულად აცრას?

კოპა ამერიკისთვის კომენბოლი სერიოზულად ემზადება და ფეხბურთელებს ჩინური ვაქცინით აცრიან, რათა ტურნირი მაქსიმალურად უსაფრთოდ ჩატარეს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ ახალი სუპერმანქანა შეიძინა (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, კრიშტიანო რონალდუ ორშაბათს ქალაქ მარანელოში ფერარის სათავო ოფისს ესტუმრა. კრიშტიანო ფერარის მრბოლელებს,...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესაძლოა, ვერატიმ ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს

“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ მარჯვენა მუხლის მყესი დაიშავა და მისთვის მიმდინარე საკლუბო სეზონი დასრულებულია. […...
წაკითხვა