ლევან კობიაშვილი: “მესმის, რომ მიუღებელია, მაგრამ ეს არის რეალობა”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში “სპორტი იმედზე” ეროვნული ლიგის გუნდების სიტუაციის შესახებ ისაუბრა.
“არ ვიცი, დიდად არაფერი შეცვლილა. თუ არ ჩამოვთვლით ამ ფეხბურთელებს (კვარაცხელია, დავითაშვილი, კვირკველია), სხვა არაფერი მომხდარა. ხანდახან მესმის, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, რასაც ვამბობ მიუღებელი და კრიტიკულია, თუმცა ეს არის რეალობა. მე ძალიან გამიხარდება თუ ვცდები და სხვანაირად მოხდება, მართლა გამიხარდება.
მოლოდინი, იქედან გამომდინარე, სხვასთან შედარებით, რა მეტი ინფორმაციაც აქვს, კონკრეტულ ქვეყანაში რა ინვესტიცია იდება, რა ფეხბურთელები ჩამოდიან, მაღალი არ არის. გვჭირდება ლეგიონერები თუ გვსურს, რომ ჩემპიონატს სხვა ხარისხი ჰქონდეს. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. 95%-ზე მეტი გუნდები, რომლებიც წარმატებებს აღწევენ ევროპაში, მთლიანად ლეგიონერებით არიან დაკომპლექტებული. ეს არის რეალობა.
კარგია, რომ ნაკრების ფეხბურთელები აქ ჩამოდიან. მეორეც არის, რამდენად იქნება ის შესაძლებლობები, რომ სათანადო კონდიციებში იყვნენ ივნისის მატჩებამდე. თამაშზე და სავარჯიშო პროცესზე მაქვს აქცენტი გაკეთებული”, – განაცხადა კობიმ.