ლევან კობიაშვილი: “ოფიციალურად ნაკრებს მწვრთნელი არ ჰყავს, მაგრამ…”
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” სპორტულ გადაცემაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ ვაისის კონტრაქტის შესახებ ისაუბრა.
“ფედერაციასა და ვაისს შორის ამ დროისთვის კონტრაქტი არ არის. როგორც იცით, მას მარტის ბოლომდე ჰქონდა ხელშეკრულება. შესაბამისად, ეროვნულ ნაკრებს ოფიციალურად მწვრთნელი არ ჰყავს. თუმცა ჩვენ რასაკვირკველია, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მარტში თამაშები აღარ იქნებოდა, ვესაუბრეთ, გამოვხატეთ სურვილი მასთან თანამშრომლობის გაგრძელების და ვაისსაც აქვს სურვილი.
ეს მაინც არ არის 100%-იანი გარანტია, რომ ხელშეკრულება გაფორმდება, მაგრამ მე ნამდვილად მაქვს იმედი, უახლოეს მომავალში ოფიციალურად დადავასტურებთ ვაისის დარჩენას.
ამ მოცემულობამ ჩვენც დაგვაზარალა, ზუსტად არაფრის თქმა არ შეგვიძლია და ფინანსური კუთხით ბევრ რამეს უნდა გადავხედოთ”, – განაცხადა კობიაშვილმა.