ლევან კობიაშვილი: “ფაჩულია საოცარი ერთიანობის მიზეზი იყო და არის ყველა ქართველისათვის”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა “გოლდენ სტეიტ უორიორსის” ქართველ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას NBA-ს საჩემპიონო ტიტულის მოგება მიულოცა.
“ზაზა ფაჩულია NBA-ის პირველი ქართველი ჩემპიონია! დღეს, ჩვენ, ყველა ერთად ჩვენი კაპიტნის უდიდეს წარმატებას ვზეიმობთ!
ამ უკანასკნელ პერიოდში ზაზა არამარტო საკალათბურთო ვარსკვლავი, გამორჩეული პროფესიონალი და კარგი ადამიანი, არამედ საოცარი ერთიანობის მიზეზი იყო და არის ყველა ქართველისათვის! თუკი შეიძლება, ვინმე გამორჩეულად იმსახურებდეს მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის ელჩის წოდებას, ეს ზაზაა და მე ამაყი და ბედნიერი ვარ, როდესაც ამ სიტყვებს ვამბობ!
გილოცავთ, საქართველოს NBA-ის ჩემპიონი ჰყავს!” – წერს სოციალურ ქსელში კობიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ის საჩემპიონო ტიტული მოიპოვა.