ლევან კობიაშვილი: “ფეხბურთის ფედერაცია 2021 წელს 1 თეთრსაც არ აიღებს”

თარიღი: იანვარი 5, 2021

“2021 წელს სახელმწიფოსგან არც ერთ თეთრს აღარ ავიღებთ” – განუცხადა ლევან კობიაშვილმა “საზოგადოებრივ მაუწყებელს” და დაადასტურა, რომ ფეხბურთის ფედერაცია პირველი ფედერაცია გახდება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტისგან აღარ დაფინანსდება.

“ფეხბურთის ფედერაციაში მოსვლის დღიდან ვიძახით, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიზანია, სახელმწიფოდან უფრო და უფრო ნაკლები თანხები მივიღოთ. ეს იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო პროგრამით ყველა ფედერაცია ფინანსდება და გარკვეული თანხა წინასწარ დამტკიცებული გვქონდა. ასე იყო, მაგალითად, გასულ წელსაც – მაგრამ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები შეიქმნა და 6,7 მილიონიდან 4,2 მილიონი ავითვისეთ. მანამდე იყო წლები, როდესაც ასევე გაცილებით ნაკლები გამოვიყენეთ. ანუ ამ გადაწყვტილებამდე მიზანმიმართულად მივდიოდით და ამას ყოველთვის ღიად და საჯაროდ ვამბობდით – ფეხბურთის ფედერაციამ და მიმაჩნია, ბევრმა სხვა მიმართულებამაც თავად უნდა მოიპოვოთ დაფინანსება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე, რაც შეიძლება, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული.”

“ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ და 2021 წელს სახელმწიფოსგან არც ერთ თეთრს აღარ ავიღებთ. ბოლო წლებში მსგავს პრეცედენტს ვერ გავიხსენებ. ეს ნაბიჯი მიზანმიმართულად იმიტომაც გადავდგით, რომ ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. სახელმწიფოს ვუხარით, რომ არ გვინდა ის 6,7 მილიონი, რომელიც წინასწარ გვქონდა დამტკიცებული. კონსულტაციები გვქონდა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან და გადაწყვეტილება წინასწარ ვაცნობეთ.”

“ორი საკითხი უნდა გავმიჯნოთ – ეს არ ეხება კლუბების დაფინანსებას. ფეხბურთის ფედერაცია არაა ამაზე პასუხისმგებელი და შესაბამისად, ამაზე უარსაც ვერ იტყვის. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსების ნაწილზე ვსაუბრობთ. გვაქვს იმის რესურსი, რომ შემოსული თანხებით ფედერაციის საქმიანობა უზრუნველვყოთ. გვყავს პარტნიორები და მხარდაჭერისთვის მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ. გვგონია, რომ ძალიან სწორი და გამართლებული გადაწყვეტილებაა. რაც მთავარია, ეს არაა შემთხვევითი. ამას სულ ვამბობდით და ეს საქმით დავადასტურეთ.”

“მესმის იმ ადამიანების, ვინც ზოგადად ამ საკითხებში ჩახედული არაა და ჰგონია, რომ ფეხბურთის ფედერაცია ხალხის ფულს ხარჯავდა. რეალურად, თანხები ფეხბურთის ფედერაციის არც ერთ თანამშრომელს არ ხმარდებოდა და მიზნობრივად იხარჯებოდა. თანაც ვიმეორებ, ამ სახსრებს ჩვენ მიზანიმართულად სრულად არ ვითვისებდით და ვცდილობდით, საკუთარი ძალებით სხვა ფინანსური რესურსები მოგვეზიდა და მათ ხარჯზე გვეარსება. ბოლო ათწლეულებში პირველად მოხდება, რომ ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული არ იქნება”

“სახელმწიფო პროგრამით გამოყოფილი თანხები სანაკრებო ხარჯებზე იყო გაწერილი და მომავალ მწვრთნელთან და მის ხელშეკრულებასთან კავშირში არ აქვს. ამას ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს – ესაა ჩვენი ვალი. ნამდვილად ძლიერი სპონსორები გვყავს. ფეხბურთის ფედერაციის ყველა ხარჯს, მათ შორის, ახალი მთავარი მწვრთნელის ჩამოყვანის ხარჯს, თავის პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან ერთად უზრუნველყოფს”, – თქვა კობიაშვილმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კასანოვამ მადრიდის “რეალს” 115-ე წუთზე გაუტანა (ვიდეო)

“ალკოიანო” – “რეალი” ხუანან კასანოვას გოლი იხილეთ ვიდეო Juanan Casanova goalfollow @noob_fcb for more goalspic.twitter.c...
წაკითხვა
ფეხბურთი

კენედის ულამაზესი გოლი “ვილიარეალის” კარში (ვიდეო)

“ვილიარეალი” – “გრანადა” კენედის გოლი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო სოხუმს” დაფინანსებაზე უარი 50-მა კომპანიამ უთხრა

“დინამო სოხუმის” გენერალურმა დირექტორმა, დავით თაქთაქიშვილმა კლუბში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა. “მოგესალმებით. დღეს მინდა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამოს” და “ტორპედოს” ვეტერანი ფეხბურთელები დახმარებას ითხოვენ

თბილისის “დინამოს” ლეგენდარული 13 მაისის გამარჯვების მონაწილეები, გიორგი ჭილაია და გიორგი თავაძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “არსენალმა” სოკრატისს ხელშეკრულება გაუწყვიტა

ლონდონის “არსენალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კლუბმა სოკრატის პაპასტატოპულოსს ხელშეკრულება გაუწყვიტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სებალოსი ედეგორს მადრიდის დატოვებას ურჩევს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, დანი სებალოსმა, რომელიც “არსენალში” გახლავთ განათხოვრებული, ედეგორს კლუბის გამოცვლისკენ მოუწ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას 2020 წლის სიმბოლური გუნდი

გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 2020 წლის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელიც ასე გამოიყურება: […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო” თურქეთში 25 კაცით წავიდა – 3 ფეხბურთელი წავიდა

“დინამო თბილისი” თურქეთში შეკრებაზე 25 ფეხბურთელით გაემგზავრა. “დინამო თბილისმა” ახალი სეზონისთის მზადების მეორე ეტაპი დიწყო [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლამპარდი საკუთარ მომავალზე: “სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება”

ფრენკ ლამპარდის ხელმძღვანელობით “ჩელსიმ” მორიგი მარცხი განიცადა. “პენსიონერები” გასვლით მატჩში უშანსოდ დამარცხდნენ ბრენდან როჯ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტოტენჰემი” “საუთჰემპტონის” საუკეთესო ბომბარდირის ტრანსფერით ინტერ

ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები “საუთჰემპტონთან” დენი ინგსის ტრანსფერის თაობაზე აპირებენ მოლაპარაკებების წამოწყებას. ინფო...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოჩეტინო აღიარებს, რომ მესის ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო

“პარი სენ-ჟერმენის” ახალმა თავკაცმა, მაურისიო პოჩეტინომ, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “ესპანიოლში” ყოფნისას ძალიან ახლოს იყ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საოცარი გოლი – ინგლისში მეკარემ საკუთარი საჯარიმოდან გაიტანა (ვიდეო)

“ჩელტენჰემ თაუნსი” – “ნიუპორტ ქაუნთი” 1:1 ტომ კინგის გოლი “ჩელტენჰემ თაუნსის” კარში Nothing to see […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰუნტელარი “შალკეში” დაბრუნდა

კლას-იან ჰუნტელარი ამსტერდამის “აიაქსიდან” გელზენკირხენის “შალკეში” გადავიდა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფა იმსჯელებს, სად და როგორ ჩატარდება ევრო-2020

უეფა უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას, სად და როგორი ფორმატით ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი. ამის შესახებ მიუნხენის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან შენგელიამ “ტრაბზონსპორს” გაუტანა (ვიდეო)

19 იანვარს, თურქეთის სუპერ ლიგის მე-20 ტურში “ტრაბზონსპორმა” საკუთარ მოედანზე “ქონიასპორი” მიიღო და მეტოქე 3:1 […]...
წაკითხვა