ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
დღეს, 15 თებერვალს, სასტუმრო ჰუალინგში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა ჩატარდა. ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებზე მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო რეგისტრირებული. დარეგისტრირებული 28 დელეგატიდან კობიაშვილს ხმა ოცდარცვავემ მისცა.
ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პოსტზე პირველად 2015 წელს აირჩიეს. ის ამ თანამდებობაზე მომდევნო ოთხი წლის მანძილზეც იმუშავებს.