ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა

თარიღი: იანვარი 18, 2019

18 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ლევან კობიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა. ამ დროისთვის, ლევან კობიაშვილის კანდიდატურა სფფ-ში ფეხბურთის ფედერაციის 27-მა სუბიექტმა წარადგინა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაცია 21 იანვრის ჩათვლით გრძელდება. ამ დრომდე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად მხოლოდ ლევან კობიაშვილს აქვს წარდგენილი.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტს 15 თებერვალს სფფ-ის ყრილობაზე აირჩევენ . გამარჯვებული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს. ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა სასტუმრო ჰუალინგში გაიმართება.

“დღეს უკვე ოფიციალურად შევიტანე განაცხადი კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ და არანაკლებ, მოტივირებული ვარ ვიდრე ეს პირველ ჯერზე იყო.

პირველ რიგში, ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ წარმდგენს, რომელთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია. მათ კიდევ ერთხელ დამიჭირეს მხარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს გუნდთან და სრულიად საფეხბურთო სამყაროთან ერთად საზოგადოებას ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ. როგორც ჩემი ისე საერთო ინტერესია, რომ ქართული ფეხბურთი კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ პოზიტიურად და შევქმნათ საუკეთესო მომავალი.

ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია, როდესაც ამხელა მხარდაჭერას ვგრძნობ და ეს პასუხისმგებლობა სრულად გააზრებული მაქვს. თუ კიდევ ერთხელ მომეცემა იმის საშუალება, რომ ვუხელმძღვანელო ჩემთვის საყვარელ სფეროს ეს ძალიან დიდი პატივი იქნება.” – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

“28 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 2019 წლის რიგით ყრილობის თარიღად 15 თებერვალი განსაზღვრა. ამასთან ერთად არის საარჩევნო წელი და აირჩვიან აღმასკომის წევრები მომდევნო ოთხი წლის ვადით.

პრეზიდენტობის კანდიდატურად რეგისტრაციის დასრულებამდე სამი დღეა დარჩენილი და ამ დროისთვის სფფ-ის 30 წევრიდან 27-მა შემოიტანა განაცხადი. და ყველა მათგანი მხარს ლევან კობიაშვილს უჭერს. რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მედია საშუალებებსა და საზოგადოებას უკვე დასრულებული პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.” – დავით მუჯირი.

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლუის ენრიკე: “ხვალ მოედანზე მორატასთან და კიდევ 10 ფეხბურთელთან ერთად გავალთ”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პოლონეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე კომენტარი გააკეთა. ესპანელთა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი რამოსის “რეალიდან” წასვლას გამოეხმაურა

მადრიდის “რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი სერხიო რამოსის კლუბიდან წასვლის ამბავს გამოეხმაურა. ფრანგმა სპეციალისტმა [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ბრუინმა განმარტა, რატომ არ აღნიშნა დანიის კარში გატანილი გოლი

ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა დანიასთან გამარჯვების შემდეგ განმარტა, თუ რატომ არ აღნიშნა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფა ევრო-2020-ის მონაწილე გუნდებს აფრთხილებს

უეფა ევრო-2020-ის მონაწილე გუნდებს აფრთხილებს, რომ ფეხბურთელის მიერ პრესკონფერენციაზე სპონსორის ბოთლის გადადგმის შემთხვევაში, შესაძლოა, ისინი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამოსის პრიორიტეტი პარიზია

ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, სერხიო რამოსი შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენში” ვიხილოთ. წყაროს თანახმად, 35 წლის მცველის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პუტინ ხუილო” – რუსეთში უკრაინელი ქომაგების სკანდირებაზე განაწყენდნენ

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეშლი იანგი პრემიერლიგაში დაბრუნდა

ინგლისელი ფეხბურთელი ეშლი იანგი მილანის “ინტერიდან” ბირმინგემის “ასტონ ვილაში” გადავიდა. მხარეებს შორის ერთწლიანი შრომითი ხელშ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: 43 წლის ჯანლუიჯი ბუფონი “პარმაში”დაბრუნდა

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, ჯანლუიჯი ბუფონი, კარიერას “პარმას” რიგებში გააგრძელებს. ინფორმაცია უკვე დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იარმოლენკომ კოკა-კოლისა და ჰეინეკენის ბოთლები წინ დაიდგა (ვიდეო)

17 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა. მატჩისშემდგომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაშია-კანკავა: “ვაისი ძალიან მაგარი ადამიანია”

ბრატისლავას “სლოვანში” გადასვლის შემდეგ კაშიამ და კანკავამ პირველი კომენტარები გააკეთეს. “ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცი “სლოვანის&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვლადიმერ ვაისი: “საქართველოს ნაკრებში ამ ბიჭებმა დამტოვეს”

“სლოვან ბრატისლავას” მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას დამატებაზე ისაუბრა. “მე ამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამოსმა დაასახელა ორი კლუბი, სადაც არ გადავა

სერხიო რამოსმა მადრიდის “რეალის” დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მან ჯერ არ იცის, რომელ კლუბში გააგრძელებს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ბრატისლავას “სლოვანში” ითამაშებენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები – გურამ კაშია და ჯაბა კანაკვა ამიერიდან ბრატისლავას “სლოვანში” ითამაშებენ. ორივე [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასილასი “რეალიდან” რამოსის წასვლას გამოეხმაურა

მადრიდის “რეალის” ყოფილი მეკარე იკერ კასილასი “სამეფო კლუბიდან” სერხიო რამოსის წასვლას გამოეხმაურა. “ჩემო მეგობარო, საკუ...
წაკითხვა