ლევან კობიაშვილი სპორტის პედაგოგებს შეხვდა

თარიღი: მარტი 25, 2018

მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე სპორტის 1000-მდე მასწავლებელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელი მარიამ ჯაში შეხვდნენ.

პედაგოგებს მასპინძელმა – ლევან კობიაშვილმა და მოწვეულმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ჩართულობისთვის, აქტიურობისთვის და წარმატება უსურვეს მომავალ, უმნიშვნელოვანეს საქმეში.

ლევან კობიაშვილმა პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროგრამა აუცილებელია იმისთვის, რომ არც ერთ რეგიონში არ დარჩეს ბავშვი, რომელსაც არ ექნება საშუალება ითამაშოს ფეხბურთი და იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით.

“1-2 კლასი – ეს ის ასაკია, როდესაც ამ ადამიანებს, ვინც დღეს აქ არიან შეკრებილნი, უწევთ შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან. ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარების მიმართულების განსასაზღვრად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ჯანმრთელი მომავლის შექმნის თვალსაზრისით. აქ შეკრებილი მასწავლებლები, არიან ის პიროვნებები, რომლებსაც უდიდესი მისია აკისრიათ და მე მიხარია, რომ ვხედავ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, სასიხარულო და ამასთანავე გამოწვევებით აღსავსეა მათი ეს მისია. მათ უნდა შექმნან უკეთესი მომავალი არამხოლოდ ქართული ფეხბურთისათვის, არამედ ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დამერწმუნეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფეხბურთის სიყვარული, მათი მომავალი პიროვნების განსაზღვრაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს. პროექტი მნიშვნელოვანია თქვენთვისაც – პედაგოგებისთვის, რადგან გეძლევათ შესაძლებლობა განავითაროთ თქვენი პროფესიული ცოდნა, რაც საფეხბურთო მიმართულებით კარიერული ზრდისათვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია”, – აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ფედერაციის მიერ გადამზადებული 1000-მდე მასწავლებელი უახლოეს მომავალში საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებეში აქტიურად იმუშავებენ, რათა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება ისწავლონ და შეიყვარონ ფეხბურთი და სრულიად უსასყიდლოდ, სასწავლო პროგრამის კვალდაკვალ ივარჯიშონ კვალიფიცურ, გადამზადებულ ფეხბურთის მასწავლებლებთან.

ფეხბურთის ფედერაციამ შეადგინა და გამოსცა სპეციალური წესების წიგნი, რომელიც გადამზადებულ სპეციალისტებს გადაეცათ და მზადების პროცესში დაეხმარებათ. წიგნში დეტალურად არის გაწერილი 6-11 წლამდე ბავშვებისთვის მზადების პროცესის წარმართვის გეგმა, რის მიხედვითაც მასწავლებლები სავარჯიშო პროცესს ჩაატარებენ.

მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში პედაგოგებს შესაბამისი ეკიპირება, ხოლო საჯარო სკოლებს, სრულფასოვანი სავარჯიშო პროცესის ჩასატარებლად საჭირო ყველა ინვენტარი გადაეცემათ. მასწავლებლები იმუშავებენ 1-2 კლასის მოსწავლეებთან, რადგან ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარების მიმართულების განსასაზღვრად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ჯანმრთელი მომავლის შექმნის თვალსაზრისით. მასწავლებლების გადამზადებაზე იმუშავეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისმა ინსტრუქტორებმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, ხორციელდება უპრეცედენტო პროგრამა – «ფეხბურთი სკოლებში“. პროგრამის პირველ ეტაპზე ქვეყნის რეგიონების 1000-მდე სკოლის სპორტის მასწავლებელი უკვე გადამზადდა და ისინი მზად არიან განსაკუთრებული როლი შეასრულონ მომავალი თაობების აღზრდის პროცესში.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი “აიაქსის” სპორტულ დირექტორს შეხვდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას, კარგმა თამაშმა ამსტერდამის “აიაქსის” ხელმძღვანელთა ყურადღებაც მი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას რეკორდი – 15 მილიონი ევრო!

გერმანული გამოცემა Transfermarkt-ის უახლესი შეფასებით, ხვიჩა კვარაცხელია უკვე 15 მილიონი ღირს. ხვიჩა 2020 წლის 29 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამოს” ფეხბურთელი ერთი მატჩის შემდეგ “დილაში” გადავიდა

თბილისის “დინამოს” 24 წლის ფეხბურთელი ლევან წოწონავა კარიერა გორის “დილაში” გააგრძელებს. წოწონავამ ელიგაში მხოლოდ 1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

წულუკიანი: “ქართველი კაცების მხრიდან ჩვენი ფეხბურთელების ბულინგი ცოტა გადამეტებულია&

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა კომენტარი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე გააკეთა. “ფეხბურთი [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კორღალიძემ “საბურთალო” დატოვა

“საბურთალო” მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ დატოვა. დღეს ეროვნული ლიგის მე-8 ტურში “საბურთალომ” 0-2-დან ამოუქაჩა “შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი მიქაუტაძემ “სერენს” მოაგებინა (ვიდეო)

10 აპრილს, ბელგიის რანგით მეორე დივიზიონში “სერენმა” საკუთარ მოედანზე “დეინზე” მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიასთვის კიდევ ერთი კლუბი იბრძოლებს

იტალიური გამოცემა TUTTOmercatoWEB-ის გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელის შესაძენად კიდევ ერთი კლუბი – ბერგამოს “ატალანტა” იბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრიგალავა მოსკოვის ცსკა-ს მწვრთნელებს დაუპირისპირდა

8 აპრილს, რუსეთის თასის მეოთხედფინალში ტულის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე მოსკოვის ცსკა მიიღო და ანგარიშით 1:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არველაძეები ბიზნესშიც მაგრები არიან – 550 ტონა ლურჯი მოცვი

ძმებმა არველაძეებმა – რეზიმ, შოთიმ და აჩიმ ლურჯი მოცვის ბიზნესი დაიწყეს. ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში 27 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას დედა: “ცხოვრების ნახევარი სტადიონზე მაქვს გატარებული”

ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი კვარაცხელია ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც ქართულ და აზერბაიჯანულ გუნდებში თამაშობდა. ხვიჩამ კარიერა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა – საქართველო დაქვეითდა

დღეს ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოქვეყნდა. საქართველოს ნაკრები ორი პოზიციით დაქვეითდა და ახლა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დესპოტოვიჩი: “ხვიჩა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება, თუ…”

ყაზანის “რუბინის” თავდამსხმელმა ჯორჯე დესპოტოვიჩმა თანაკლუბელ ხვიჩა კვარაცხელიას პერსპექტივის შესახებ კომენტარი გააკეთა. “ხვიჩა უმაღ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეაში სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

7 აპრილს, სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-8 ტურში “ულსან ჰიუნდაიმ” საკუთარ მეოდანზე “სეული” მიიღო და 3:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კირკიტაძემ “სამგურალს” იბრაჰიმოვიჩის სტილში გაუტანა (ვიდეო)

“ლოკომოტივი” – “სამგურალი” თორნიკე კირკიტაძის გოლი იხილეთ ვიდეო Kirkitadze goal vs Samgurali pic.twitter.com/i3VhP1oTFf ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურამ კაშიამ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა (ვიდეო)

“ლოკომოტივი” – “სამგურალი” გურამ კაშიას გოლი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა