ლევან კობიაშვილი: “თუ ივნისში განვაახლებთ ელიგას, ჩემპიონატი სრულად ჩატარდება”
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ლიგის განახლებაზე ისაუბრა.
“გვაქვს მონახაზი, 2-3 ვარიანტი და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როდის განვაახლებთ ვარჯიშებს და შემდეგ თამაშებს. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცის დაკლება მოგვიწევს. შევამციროთ თამაშები, ნახევარი ჩემპიონატი გაიმართოს, 4-დან 3-ჯერ ითამაშონ გუნდებმა ერთმანეთთან. ჩემი ვარაუდით, თუ ივნისიდან განვაახლებთ შეხვედრებს, შესაძლებელი იქნება სრულად ჩავატაროთ ჩემპიონატი. აღვადგინოთ ტურები მთელი წლის განმავლობაში. რაც უფრო გვიან დავიწყებთ, შესაბამისად მოგვიწევს სხვა ვარიანტებზე გადასვლა. სამწუხაროდ, ყველაზე ცუდ მონახაზში მოგვიწევს ტურების დაკლება და შესაძლოა, თასის გაუქმებაც. ამ კვირის ბოლოს, მომდევნო კვირაში ჩვენ გაცილებით მეტი გვეცოდინება და კლუბებთან ერთად ვიმსჯელებთ, როგორ განვაახლებთ ეროვნულ ლიგას.
საქართველოს ჩემპიონატში მხოლოდ 2 მატჩის ჩატარება მოესწრო და ელიგას “ლოკომოტივი” 6 ქულით ლიდერობს.