ლევან კობიაშვილი “ტორპედოზე”: “ეს იგივეა, ბუნდესლიგა “ბაიერნის” ან “დორტმუნდის” გარეშე ვნახოთ”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სპორტულ გადაცემა “სპორტის დროში” ქუთაისის “ტორპედოს” პრობლემებზე ისაუბრა და ქუთათურ გულშემატკივარს უპასუხა.
“მე არავისთვის არასდროს არ მიმიყენებია შეურაცხყოფა. უნდა იცოდნენ, “თამაშზე არ გავალ” და მსგავსი განცხადებები, დამძიმებულ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს. არ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი, თუ არსებობს რაიმე რესურსი, მიეცეს გონივრული ვადა და ვიფიქროთ ყველამ ერთად. ქუთაისის “ტორპედოს” დაშლა დამღუპველი იქნება. ეს ის ლიგა არ იქნება. რაღაც რესურსი თუ არსებობს, გამოინახოს უნდა ყველა გზა, რათა გამოსავალი ვიპოვოთ. ეს არის ჩემი გზავნილი და ძლიერი ქუთაისის “ტორპედო” ნიშნავს ძლიერ ლიგას. ეს იგივეა, ბუნდესლიგა “ბაიერნისა” ან “დორტმუნდის” გარეშე ვნახოთ”, – თქვა კობიმ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის “ტორპედოს” ფინანსური პრობლემები აქვს. რამდენიმე დღის წინ კობიაშვილმა განაცხადა, რომ “ტორპედო” არ დაიშლებოდა, უბრალოდ, მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები დატოვებდნენ გუნდს.