ლევან კობიაშვილი: “ვაისის მიმართ დიდი ინტერესია”
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გადაცემაში “სპორტი იმედზე” იყო მიწვეული და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ ვაისის გუნდიდან წასვლის თემასაც შეეხო.
“ზოგადად რომ განვიხილოთ, არ ვიცი ეს რამდენად რეალურია. სადღაც სხვა ქვეყანაში რაღაც სააგენტომ დაწერა. მე დანამდვილდებით გეტყვით, გაცილებით დეტალური და კონკრეტული ინფორმაციები მაქვს. ამ ადამიანის მიმართ სანაკრებო და საკლუბო დონეზე სერიოზული ინტერესი იყო. ეს სიახლე არ არის ჩვენთვის და სასიამოვნოც გახლავთ. მთავარია, ჩვენ გვაქვს მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლის მარტამდე და ამ დრომდე წასვლას არავინ აპირებს. ჩვენ ვიცით რისთვის ვემზადებით, ჩვენ ვიცით, კმაყოფილებით ვართ ამით და სწორედ ამიტომ გაგრძელდა კონტრაქტი. ვლადიმერის სურვილებიდან გამომდინარე, ის ბედნიერი და კმაყოფილია საქართველოში მუშაობით”, – თქვა კობიმ.
შეგახსენებთ, რომ 1 კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაისი “ასტანაში” აპირებდა გადაბარგებას დანიასთან მატჩის შემდეგ.