ლევან კობიაშვილი: “ვფიქრობ, გულშემატკივრის გარკვეული რაოდენობა ბელარუსთან მატჩს დაესწრება”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა Postv-ის ახალ სპორტულ გადაცემაში ბელარუსთან მატჩზე გულშემატკივრის დასწრებაზე ისაუბრა.
“მე ვფიქრობ, ბელარუსთან მატჩს გულშემატკივრის გარკვეული რაოდენობა დაესწრება. სექტემბრის შეხვედრებისთვის წინასწარ ვიცოდით, რომ შეხვედრები დასწრების გარეშე ჩაივლიდა. Uefa-მ მას შემდეგ სუპერთასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და უნგრეთში სუპერთასს ფანების 30% დაესწრება. ჩემი ლოგიკით, სწორედ ეს თამაში უნდა გახდეს საფუძველი Uefa-ს მომავალი გადაწყვეტილებების.”
“რა თქმა უნდა, მოგვიწევს გარკვეული პრინციპების დაშვებით გულშემატკივრების შეშვება, ამის გარკვეული მონახაზი არსებობს, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ მსურს. ყველაზე მარტივია ბილეთები უკან დააბრუნო”, – განაცხადა კობიაშვილმა.
8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს “დინამო არენაზე” მიიღებს. მატჩისთვის განკუთვნილი ყველა ბილეთი გაყიდულია. თავის მხრივ, “ბაიერნსა” და “სევილიას” შორის დაპირისპირება 24 სექტემბერს შედგება.