ლევან კობიაშვილის განცხადება

თარიღი: აგვისტო 16, 2016

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, რომელიც 15 აგვისტოს, “ქართულმა ოცნებამ” გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად დაასახელა, სოხიალურ ქსელ Facebook-ში განცხადებას ავრცელებს.

“მოგესალმებით,

როგორც იცით, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარმადგინა.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ნდობისთვის და აღვნიშნო, რომ ნამდვილად ძალიან საპასუხისმგებლო და ამავდროულად სასიამოვნოა, როდესაც იმ უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხარ, სადაც მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა გაქვს გატარებული.

მინდა გლდანის მოსახლეობამ იცოდეს, რომ ჩემი სახით თქვენ გყავთ ისეთი კანდიდატი, რომლისთვისაც თითოეული ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია.

საარჩევნო პერიოდის განმავლობაში აუცილებლად შევხვდები ყველა თქვენგანს, მოვისმენ თქვენს აზრს, გავეცნობი თქვენს პრობლემებს და ერთად დავსახავთ სამოქმედო გეგმას, რომელიც გლდანის მოსახლეობის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს.
რადგან ჩემი უმთავრესი მისიაა – ვიყო თქვენი ხმა, გლდანელების წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ადამიანი, რომელიც თქვენს ინტერესებს მოემსახურება და დარწმუნებული ვარ, ერთად დავძლევთ იმ პრობლემებს, რაც გლდანის მოსახლეობას აქვს.

აქვე მინდა გამოვეხმაურო აქტუალურ საკითხს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ჩემი პრეზიდენტად დარჩენის თაობაზე.
ვრჩები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იგივე ტემპით, იგივე რეჟიმში გავაგრძელებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ დიდი ცვლილებების მისაღწევად, რაც მე და ჩემმა გუნდმა დავისახეთ მიზნად. სწორედ განხორციელებული პროექტები, ჩვენი წინგადადგმული ნაბიჯები იქნება ჩემი და ჩემი გუნდის მიერ გაწეული სამუშაოს შეფასება.

მინდა, მივმართო თითოეულ ადამიანს, საფეხბურთო სამყაროს ყველა წევრს და გულშემატკივარს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩემი ხელმძღვანელობით გააგრძელებს წინსვლას, იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც ქართული ფეხბურთის განვითარება ჰქვია.”

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტიმ” გასვლაზე “ბორნმუთი” დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდე

პრემიერ ლიგის მესამე ტურის მატჩში პეპ გვარდიოლას მიერ გაწვრთნილი “მანჩესტერ სიტი” “ბორნმუთს” ეწვია. “ტოტენჰემთან” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “მხოლოდ ინგლისში იხურება სატრანსფერო ფანჯარა სეზონის დაწყებამდე, უაზრობააR

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა პრემიერ ლიგის მესვეურთა გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამოსი: “ნეიმარი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის ერთ-ერთია”

მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ნეიმარ ჟუნიორზე. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტი: “ნაპოლი” უდიდესი პოტენციალის მქონე გუნდია”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, იტალიის სერია A-ს გახსნითი მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა. იტალიის ჩემპიონატის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევანდოვსკი “ბაიერნთან” კონტრაქტს ახანგძლივებს

თითქმის გადაწყვეტილია, რომ რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის “ბაიერნთან” კონტრაქტს გაახანაგძლივებს. ამის შესახებ კომენტარი თავად პოლონელმა თავდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტო ფირმინოს ფინტი “არსენალთან” მატჩში (ვიდეო)

“ლივერპულსა” და “არსენალს” შორის გამართული მატჩის (3:1) მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში რობერტო ფირმინომ ეფექტური მოძრაობით ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 24 აგვისტო

ბეტანკური “ბარსელონაში”? ესპანური გამოცემების ცნობით, კატალონიის “ბარსელონამ” და ტურინის “იუვენტუსმა” როდრიგო ბენტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულმა” “არსენალს” მასტერკლასი ჩაუტარა და ერთპიროვნულად გალიდ

პრემიერ ლიგის მესამე ტურის ცენტრალურ მატჩს “ენფილდმა” უმასპინძლა. პირველი ორი ტურის შემდეგ მხოლოდ ორ კლუბს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” შინ “კრისტალ პალასთან” დამარცხდა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მესამე ტურის მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საშინაო კედლებში საკმაოდ ცუდ ფორმაში მყოფი “კრისტალ პალასი” […...
წაკითხვა
ფეხბურთი

პედრომ მოთელვისას სერიოზული ტრავმა მიიღო

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა პედრო როდრიგესმა ინგლისის პრემიერლიგის მე-3 ტურში “ნორვიჩ სიტის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრი...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპე რეინა მზადაა, “რეალში” კეილორ ნავასი შეცვალოს

“მილანის” მეკარე პეპე რეინა შესაძლოა, მადრიდის “რეალში” გადავიდეს. “სამეფო კლუბი” 36 წლის ესპანელ კიპერს კეილორ [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დეიკმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია

“ლივერპულის” მცველს, ვირგილ ვან დეიკს სთხოვეს, დაესახელებინა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთად მას უთამაშია. 28 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დეიკმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“ლივერპულის” მცველმა, ვირგილ ვან დეიკმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. მერსესაიდული კლუბის ჰოლანდიელმა ლეგიონერმა რონალდინიო ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამუელი: “კრიმინალური ავტორიტეტის შვილისთვის ბურთის ართმევა ვცადე, რის გამოც მცემეს&

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მცველმა ვალტერ სამუელმა, რომელმაც სახელი წამყვან ევროპულ კლუბებში თამაშით გაითქვა, მოზარდობის პერიოდი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

16 წლის ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესი დაირქვა (ფოტო)

ნორვეგიის რიგით მესამე დივიზიონის მკვიდრმა “იუნკერენმა” 16 წლის ლიონელ მესი დაიმატა. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური […]...
წაკითხვა