ლევან კობიაშვილმა რეგიონები მოინახულა

თარიღი: სექტემბერი 14, 2015

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი რეგიონებში საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელებს, ვეტერან ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს შეხვდა.

რეგიონებში ვიზიტი დაიწყო მარტვილით, სადაც ლევან კობიაშვილი დაესწრო მარტვილის „მერანის“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრას, მონაწილეობა მიიღო საბავშვო პროექტის „სახალისო ფებურთის ღია სკოლები“ დაჯილდოებაში და შეხვდა გულშემატკივრებს.

კობიაშვილმა მარტვილიდან აჭარაში გადაინაცვლა, სადაც ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა ბარცხანის დასახლებაში საფეხბურთო სტადიონი საზეიმოდ გახსნეს. საფეხბურთო მოედანი ბათუმში სიდიდით მეორეა. სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო და სექტემბერში დასრულდა. ბარცხანის სტადიონის გახსნაზე ბავშვებს ბურთები და სპორტული ფორმები დაურიგდა. სტადიონის გახსნას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები და „ბათუმის დინამოს“ პრეზიდენტი ესწრებოდნენ.

_ მინდა, მივულოცო ბათუმელებს ახალი მოედნის გახსნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, რომლებსაც ექნებათ საშუალება ყოველდღიურად ითამაშონ ამ სტადიონზე. მიხარია, რომ დღეს აქ ვიმყოფები და მინდა, რომ მომავალში ბათუმელებს და ბათუმის “დინამოს” უკვე საკუთარი, საერთაშორისო სტანდარტების ფეხბურთის მოედნის გახსნა მივულოცო, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატი დაესწრო ქობულეთში გამართულ მატჩს ბათუმის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის. ასევე შეხვდა საფეხბურთო კლუბ ქობულეთის „შუქურას“ წარმომადგენლებს.

რეგიონებში ვიზიტის ბოლოს ლევან კობიაშვილი ფოთის „კოლხეთის” მენეჯმენტს, ადგილობრივ და ვეტერან ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შეხვდა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა დამსწრეებს თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო. მან კლუბების დაფინანსებაზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სხვა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ფოთი ფეხბურთის აკვანია და ამ გუნდის წარმატება მისთვის მნიშვნელოვანია.

რეგიონებში ვიზიტს კობიაშვილი მომავალშიც გააგრძელებს.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გიორგი მამარდაშვილის საოცარი პირველი სეზონი ლა ლიგაში

გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგაში პირველი სეზონი საოცრად მაგარი გამოუვიდა და თბილისის “დინამოდან” 850 ათას ევროდ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” კინაღამ ევროპის ლიგის საგზურიც დაკარგა

დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის 2021-2022 წლების გათამაშება. ცნობილია ყველა ის გუნდი, რომელიც მომდევნო სეზონში ინგლისს ევროთასებზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მძიმე სიღარიბის გამო “დინამოს” აკადემიაში არ მიმიღეს, საფრანგეთში საუკე

“მთავარი არხი” გიორგი ბეწუკლიშვილის მინაწერს ავრცელებს. “მოგესალმებით ყველას. მე გიორგი ვარ უკვე 10 წლის. ემიგრანტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი “პსჟ”-ში არ იქნება

ფრანგული გამოცემა “ტელეფუთი” იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის კანდიდატურა არ განიხილ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” მბაპეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობს

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის “რეალის” მთავარი მიზანი ერლინგ ჰოლანის დამატება იყო, თუმცა ნორვეგიელმა თავდამსხმელმა “მანჩესტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრიმერადივიზიონი ჩივილს აპირებს

“პარი სენ-ჟერმენში” კილიან მბაპეს დარჩენის ფაქტს ესპანური ფეხბურთი, როგორც ჩანს, მშვიდად არ შეხვდება. COPE-ს ცნობით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “პრემიერლიგის მოგება უფრო რთულია, ვიდრე – ჩემპიონთა ლიგის”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ერთმანეთს პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა შეადარა და აღნიშნა, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ” მბაპეს ასტრონომიულ თანხას გადაუხდის

ცნობილი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რომელსაც მხარი Eurosport-მა და Sky Sport-მაც აუბეს, კილიან მბაპე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბოლო ვარჯიში კარგ ხალხთან ერთად” – რა ფოტოს აქვეყნებს მამარდაშვილი?

გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე მეკარეებთან და მეკარეების მწვრთნელებთან ერთად ფოტოს შემდეგ წარწერას აქვეყნებს. “ბოლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვალენსიას” ფანები მამარდაშვილის დარჩენას კატეგორიულად მოითხოვენ! 70 მილიონი?

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გუნდს ფინანსური კრიზისის მოსაგვარებლად 70 მილიონი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიაში წლის საუკეთესონი დაასახელეს

იტალიის სერია A-ს 2021-2022 წლების გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელები დასახელდნენ: საუკეთესო მეკარე: მაიკ მენიანი (“მილანი”); საუკეთესო [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერმა” მხითარიანის გადმობირებაზე მუშაობა დაიწყო

მილანის “ინტერმა” ჰენრიხ მხითარიანის გადმობირებაზე მუშაობა დაიწყო. “კალჩომერკატოს” ცნობით, “ნერაძურიმ” ამ კვირაში ...
წაკითხვა