ლევან კობიაშვილმა რუსთავის სტადიონი მოინახულა

თარიღი: მარტი 15, 2018

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. პროექტის ფარგლებში, 15 მარტს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სამუშაო ვიზიტით რუსთავს ესტუმრა. ფედერაციის ხელმძღვანელმა, ქალაქ რუსთავის მერთან – ირაკლი ტაბაღუასთან ერთად, რუსთავის სტადიონი მოინახულა, რომელზეც სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება. უკვე არსებული ხელოვნურსაფარიანი მოედანი ბუნებრივი საფარით შეიცვლება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით კი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდება.

დაგეგმილი სამუშაოების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა:

„აღნიშნულ სტადიონთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში, არსებობდა სერიოზული პრობლემები იმიტომ, რომ ის არ იყო მუნიციპალიტეტის ბალანსზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ საკითხზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რომელშიც ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართულები ჩვენ, სახელმწიფო – ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და სტადიონის მფლობელი. საბოლოოდ კი, მივაღწიეთ იმას, რომ სტადიონი ქალაქის საკუთრებაში გადავა. რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი ფაქტია და მსურს, ხაზი გავუსვა იმას, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე. 2018 წლიდან ფეხბურთის ფედერაციამ დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სტადიონებზე მოედნის საფარი იცვლება. რუსთავის სტადიონი სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება. მომდევნო კვირიდან ფეხბურთის ფედერაციის სამუშაო ჯგუფი ჩამოვა ქალაქში და სამუშაოები დაიწყება: სტადიონზე ამჟამად ხელოვნური საფარია და ის ბუნებრივით შეიცვლება, ასევე მოწესრიგდება სადრენაჟო და სარწყავი სისტემები. ქალაქის მერიასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება სტადიონის მიმდებარე ტერიტორიას. საბოლოო ჯამში, სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენ მივიღებთ კიდევ ერთ გამართულ სტადიონს, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს.“

რუსთავის სტადიონის დათვალიერების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ამავე ქალაქში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მშენებარე საფეხბურთო ცენტრს ესტუმრა და მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

eliga.ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რა ხდება საჩხერეში? – 1 “ტორპედოში” – 1 “საბურთალოში”

საჩხერის “ჩიხურა” ბოლო 2 დღის განმავლობაში ორმა ფეხბურთელმა, ოლეგ მამასახლისმა და ლევან ნონიკაშვილმა დატოვა. მამასახლისი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვირკველიას სხვა კლუბებისგან შემოთავაზება არ აქვს

მოსკოვის “ლოკომოტივს” ქართველი ცენტრალური მცველისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, სოლომონ კვირკველიასაც დარჩენა უნდა. Sport 24-ის ინფო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალოს” ფეხბურთელები ივნისში ხელფასს 100%-ით აიღებენ

საქართველოს სუპერთასის მფლობელი “საბურთალო” ფეხბურთელებს ივნისიდან ხელფასებს 100%-ით გადაუხდის. ხელმძღვანელობასთან შეთანხმების თანახმად, ფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართულ გუნდებს ამხანაგური მატჩების გამართვა სურთ, მაგრამ…

ეროვნული ლიგა 25 ივნისს განახლდება და თითოეულმა ფეხბურთელმა უკვე განაახლა ვარჯიში, თუმცა სრულად ვარჯიშის განახლება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის თასის ფინალი წააგო

უნგრეთის თასის ფინალში ბუდუ ზივზივაძის “მეზოკოვედში” ბუდაპეშტის “ჰონვედთან” 2-1 დამარცხდა. ზივზივაძემ 90-წუთი ითამაშა, თუმცა გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე: “ერთ-ერთ მატჩში ძალიან გაგვიჭირდა და აჩი…”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ტრაბზონში თამაშის ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა, როცა თურქეთში ერთად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგის პირველი ტრანსფერი პანდემიის დაწყების შემდეგ

ქუთაისის “ტორპედომ” პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი ტრანსფერი განახორციელა. “ტორპედომ” საჩხერის “ჩიხურადან” ნახე...
წაკითხვა
ფეხბურთი

თემურ ქეცბაიას ორი ქართველი დატოვებს, ორი დაემატება

ფამაგუსტას “ანორთოსისს” მომდევნო სეზონის დაწყებამდე ორი ქართველი დატოვებს და ორიც დაემატება. გავრცელებული ინფორმაციით, გუნდს თავდამსხმელი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კიტეიშვილს მცირე ტრავმა აქვს

გრაცის “შტურმის” ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს მცირე ტრავმა აქვს და შესაძლოა, ავსტრიის ჩემპიონატის განახლების პირველი მატჩი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგის ყველა გუნდმა ვარჯიში განაახლა

ეროვნული ლიგა 25 ივნისს განახლდება და 10-ვე გუნდმა ვარჯიში უკვე განაახლა. დღეს ვარჯიში 2.5 თვის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძემ თბილისის “დინამოში” შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე თბილისის “დინამოს” ფეხბურთელად გამოაცხადა. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაია: “არ მინდა, ის დაჩაგვრა, რაც მე გამოვიარე, სხვა ფეხბურთელებმა იგრძნონ”

კვიპროსული “ანორთოსისის” მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ “ნიუკასლის” რიგებში გატანილი გოლის შემდეგ მისი ლეგენდარული აღნიშვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

წიტაიშვილმა დონეცკის “შახტართან” მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა (ვიდეო)

უკრაინის ჩემპიონატში დონეცკის “შახტარი” საკუთარ მოედანზე კიევის “დინამოს” მასპინძლობს. შეხვედრაში ანგარიში 38-ე წუთზე სტუმართა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კუტალია: “ასეთი რამ აფრიკაშიც არ ხდება!”

30 წლის ქართველი თავდამსხმელი ყოფილ გუნდს, პავლოდარის “ირტიშს” ფიფაში უჩივლებს. ირტიში გაკოტრდა და ყაზახეთის ჩემპიონატს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი მერებაშვილის საგოლე გადაცემა პოლონეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

პოლონეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში პლოცკის “ვისლა” საკუთარ მოედანზე “კორონას” მასპინძლობს. შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახს...
წაკითხვა