ლევან კუტალია: “სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის და მე მორიგ ტიტულზე ვფიქრობ”
ქუთაისის “ტორპედომ” ქართულ ელ-კლასიკოში თბილისის “დინამო” 0-1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. 66-ე წუთზე კახა ჩხეტიანმა მოედანზე ლევან კუტალია შემოიყვანა, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა ქუთათურთა შეტევა. ლევანმა Fanebi.com-თან კომენტარი გააკეთა.
“ტორპედოსა” და “დინამოს” დაპირისპირება ყველაზე დიდი თამაშია ქართულ ფეხბურთში და ერთი რამ რაც აკლდა ამ თამაშს, მაყურებლის ნაკლებობა იყო. მატჩი თავიდანვე ჩვენი კარნახით დაიწყო, დაძაბული და ლამაზი თამაში გამოვიდა. ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი გახლდათ გამარჯვება, “დინამო” ჩემპიონობისთვის იბრძვის, ჩვენ სამეულისთვის. ვიტყვი, რომ მეტოქე დამსახურებულად და ლამაზად დავამარცხეთ. წინ კიდევ 6 შეხვედრაა და ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს. ასეთ თამაშში ფეხბურთელი ათმაგი მოტივაციით გამოდის და მინდოდა გუნდს დავხმარებოდი. ჩემით შევქმენი ბოლო წუთზე მომენტი, უნდა გამეტანა კიდეც, მაგრამ არაუშავს, ეს ფეხბურთია. ვარჯიშებზე მაქსიმალურად დავხვეწავ და აუცილებლად მეტს შევცდები”.
“ელვას” ნაკრებში გამოძახებაზე
ეროვნული ლიგიდან გამორჩეულ ფეხბურთელებს უნდა ექცეოდეს ყურადღება. თორნიკე კაპანაძე კარგი ფეხბურთელი და კარგი პიროვნებაა. ეროვნულ ლიგაში კიდევ არის ბევრი კარგი მოთამაშე…
დაინტერესება უცხოეთიდან
ამ ეტაპზე ამ თემაზე არ ვისაუბრებ. სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის და მე მორიგ ტიტულზე ვფიქრობ. სეზონის დასრულების შემდეგ ყველაფერი გაირკვევა.