ლევან მაისაშვილი: “ანგარიში ამ თამაშის მდგომარეობას არ ასახავს”

თარიღი: ნოემბერი 22, 2020

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა “შემოდგომის ერთა თასზე” უელსთან განცდილი მარცხის (18:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

კოტე მიქაუტაძის შესახებ:
“კოტეს ნეკნი აქვს დაზიანებული. დაზიანების ხარისხი ჯერ არ ვიცით, სურათს გადაუღებენ და გამოჩნდება.”

უელსთან თამაშის შეფასება:
“საწყენია… გვქონდა კარგი შანსი, თუნდაც ამ მატჩის მოგების. შეგვეძლო შეტევაში უკეთესად გვეთამაშა და ქულები აგვეღო. ყველაზე მეტად საწყენი ისაა, რომ ანგარიში ამ თამაშის მდგომარეობას არ ასახავს. ისევ ვერ ვახერხებთ ჩვენი ასაღები ქულების აღებას. ყველაზე მეტად მაინც იმით ვარ იმედგაცრუებული, რომ შერკინებაში ბევრჯერ დავჯარიმდით. იყო ბევრი კითხვა შერკინებებში დანიშნულ ჯარიმებზე, როდესაც მეტოქის სამი ნომერი აშკარად ვარდებოდა და მსაჯს ამაზე რეაგირება არ ჰქონდა. თუმცა, ფაქტი ერთია – შერკინებაში ბევრჯერ დავჯარიმდით. დაცვის მოლი უკეთესი იყო, ერთხელ შეტევაშიც შევძელით, რომ კარგად წაგვეღო, თუმცა ამით ქულა ვერ ავიღეთ. გვქონდა რამდენიმე სახიფათო შეტევა, რომელიც შეიძლებოდა ქულით დაგვემთავრებინა. ხედავდით, რომ ძალიან ცუდი ამინდი იყო, ბურთი ცურავდა. მთლიანობაში, წინა მატჩთან შედარებით, შეტევაშიც და დაცვაშიც უკეთესი თამაში გამოგვივიდა.”

ჯარიმების კარში დარტყმის შესახებ:
“რამდენჯერმე თვითონ გადაწყვიტეს მოთამაშეებმა, ამაში კი ხელი არ შემიშლია, თავდაჯერებულობისათვის. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. არ ვთვლი, რომ ეს დიდი პრობლემაა ან არასწორია.”

შედარება წინა მატჩთან:
“მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ნაკრებისა და ამ უელსის შედარება არ შეიძლება სიძლიერით, ჩვენი დაცვაში თამაში გაცილებით კარგი იყო. გვქონდა გაცილებით უკეთესი მომენტები, მოლის დაცვა უკეთესად გამოიყურებოდა. პრობლემები ისევ გვრჩება სტატიკურ ფაზებში. თამაშის მართვა ისევ პრობლემად რჩება. თამაშის მართვის კუთხით, დღესაც იყო უკეთესობა, მაგრამ ჯერ მაინც შორს ვართ. ასეთი ტიპის მოწინააღმდეგეებთან თამაშის უკეთესად მართვა ნიშნავს მათ მოედანზე უფრო მეტად ყოფნას და ბურთის ფლობას. პირველ ტაიმში ჩვენ შორის ბურთის ფლობაში სხვაობა არ იყო დიდი, თუმცა მათ მოედნის ფლობაში ჰქონდათ დიდი უპირატესობა. ეს უნდა ვისწავლოთ, სხვანაირად მოგება რთული იქნება.”

ირლანდიასთან გასამართ შეხვედრაზე:
“ირლანდია უელსზე უფრო ძლიერია. ექვსი ერის გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოწინააღმდეგეა. ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ რას ველოდებით. წინ ერთი კვირა გვაქვს. მწვრთნელები ჩამოვყალიბდებით შემადგენლობაზე. ველოდებით იგივეს, გვეგმავთ იგივეს, რასაც ვგეგმავდით აქამდე – ამ თამაშით კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ.”

შერკინების პრობლემა, მარცხენა ბურჯის შესახებ, ზურა ჟვანია:
“მე არ ვთვლი, რომ მიშა ნარიაშვილის პრობლემა იყო. ეს იყო სისტემური პრობლემა. მათი სამი ნომერი რამდენჯერმე ჩავარდა. შემადგენლობაში არავის დამატებას არ ვგეგმავთ. ჟვანია კარგია ღია თამაშში, მაგრამ შერკინებაში, დგომში ვერ ვიტყვი, რომ მიშა ნარიაშვილზე უკეთესად დგას და საერთოდ არ ვთვლი, რომ დღეს მიშა ნარიაშვილის პრობლემა იყო. ეს იყო მთლიანად შერკინების, გუნდის პრობლემა.”



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა