ლევან მაისაშვილი: “ასეთი თამაშები ყოველთვის კარგია, რათა უფრო მეტად გამოვფხიზლდეთ”

თარიღი: ოქტომბერი 24, 2020

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა შოტლანდიასთან განცდილი მარცხის (48:7) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვერ ვიქნებით. ველოდებით შეცდომებს, მაგრამ ამდენს არა. პირველივე წუთებში დავუშვით ისეთი შეცდომები, რამაც თამაშის მართვა გამოგვაცალა ხელიდან. მატჩის მიმდინარეობისას ვერ მოვნახეთ ძალები, რომ თამაშის მართვა უკან დაგვებრუნებინა. მეორე ტაიმის დასაწყისში რაღაც ეპიზოდში შევძელით ჩვენი კარნახით წასულიყო თამაში, მაგრამ ამის შემდეგ ისევ დავკარგეთ კონტროლი. ბევრჯერ დავჯარიმდით. ბურთის ფლობა და მოედანი ძალიან ცოტა გვქონდა. შესაბამისად, შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ნახევარში, გარკვეულ მონაკვეთში შევძელით, რომ შეგვეტია, მაგრამ ეს დიდი ხნით ვერ მოვახერხეთ. დაგვემთხვა მცირე ტრავმები, ბოლოს ცოტა უდისციპლინობაც. მოლში მეტოქე აშკარად დომინირებდა, მოლი ვერ გავუჩერეთ.

გუნდში ბევრი ცვლილება გვაქვს, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა. ვთვლი, რომ პირველი ეტაპისთვის ეს მომენტი მოსალოდნელი იყო, თუმცა მაქვს იმედგაცრუებები, ცოტა მეტს მოველოდი. ყველაფერი წინ გვაქვს. ასეთი თამაშები ყოველთვის კარგია, რათა უფრო მეტად გამოვფხიზლდეთ და განსხვავება ვნახოთ, ერთა თასის მოწინააღმდეგეებსა და პირველი დონის მოწინააღმდეგეებს შორის.

ამ მატჩისათვის მოსამზადებლად მთლიანი შემადგენლობით მხოლოდ ორი ვარჯიში გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან ერთი კვირით ადრე წამოვედით, სრული შემადგენლობა ჩვენ გვყავდა ორშაბათს და სამშაბათს. აქედან გამომდინარე, მოლებზე ვარჯიში საკმარისად ვერ მოვასწარით. მოლებში ცუდი თამაშის მეორე მიზეზი ისიცაა, რომ ბევრი ცვლილება გვაქვს, მეორე ხაზში განსაკუთრებით. რა თქმა უნდა, მოლი იყო ჩვენი ძლიერი მხარე, მაგრამ ამაზე სამუშაო გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ მეორე ხაზი მთლიანად შეცვლილია და პირველ ხაზშიც ცვლილებები გვქონდა, ლოგიკური შედეგია. მე მგონია, რომ ამ კომპონენტს შემდეგი მატჩებისათვის გამოვასწორებთ, უფრო მეტი დრო გვექნება ამის გამოსასწორებლად. არ ვთვლი, რომ სამომავლოდ ეს საგანგაშო იქნება.

მუდმივი მოლაპარაკება და რთული სიტუაციაა ფრანგულ კლუბებთან მოთამაშეების გამოშვებაზე. ტრავმირებული იყო კოტე მიქაუტაძე და რეაბილიტაციას გადის ახალ გუნდში. იმედს ვიტოვებ, რომ რვა ერისთვის ის გვეყოლება, რადგან ჩვენთვის დიდი ძალაა.

სერიოზული ტრავმა არ ფიქსირდება. არ მგონია, რომ ვინმეს სერიოზული ტრავმა ჰქონდეს. ოთიამ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რადგან კუნთი ტკიოდა. გაჭიმულია თუ ნაწილობრივი წყვეტაა, ეს გამოჩნდება სამომავლოდ. ანალოგიურ სიტუაციაში ჭეიშვილიც. გაეჭიმა ფეხის კუნთები და ამიტომ მოგვიწია გაყვანა”, – განაცხადა მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები რვა ერში პირველ შეხვედრას 14 ნოემბერს ინგლისის წინააღმდეგ გამართავს.



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა