ლევან მაისაშვილი: ეჭვი არ მეპარება, რომ მომდევნო მატჩებს უკეთესად ჩავატარებთ

თარიღი: ნოემბერი 14, 2020

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ინგლისის ნაკრებთან განცდილი მარცხის (0:40) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“შოტლანდიის თამაშის შემდეგ, შედარება რომ გავაკეთოთ, იყო მომენტები, როცა უკეთესად გამოვიყურებოდით. რაც ყველაზე მთავარია, უფრო მეტად ბრძოლისუნარიანი გუნდი იყო. სამწუხაროა, რომ მაინც ვერ შევძელით თამაშის მართვა ისე, როგორც გვქონდა დაგეგმილი. ეს ინგლისმა ჩვენზე უკეთ შეძლო, რაც ალბათ, ბუნებრივია. 90 პროცენტი დაცვაში ვიყავით, პირველი დონის გუნდებთან მუდმივად ასე გრძელდება და ზუსტად თამაშიდან თამაშამდე უნდა მოვნახოთ იმის გზა, თუ როგორ დავიჭერთ ბალანსს შეტევასა და დაცვას შორის. პირველ ტაიმში ეს ვერ შევძელით, მეორე ნახევარში შედარებით უკეთ გამოგვივიდა, მაგრამ ტექნიკური წუნიდან გამომდინარე, ბევრი შეცდომა დავუშვით. მთლიანობაში უკეთესი იყო, ვიდრე წინა თამაში, მაგრამ ჯერ ის არ არის, რაც გვინდა.

პირველ რიგში, გვაკლია გამოცდილება, გვაკლია კონკურენცია კონკრეტულ პოზიციებზე, ცოტა ჯანი და რა თქმა უნდა, გვაკლია შეთამაშება. ამას ყველაფერს თამაშიდან თამაშამდე გამოვასწორებთ. რაც შეეხება კონკურენციას კონკრეტულ პოზიციებზე, ეს გრძელ ვადაში გადასაწყვეტია. ნამდვილად არ ვედრებით ინგლისს, მაგრამ შეხედეთ, თითოეულ პოზიციაზე დიდი კონკურენცია და ბრძოლაა. კიდევ ერთი კარგი გაკვეთილი მივიღეთ და ბევრი კარგი რამ ვისწავლეთ ამ თამაშიდან. ეს უბრალო დაპირება არაა – ჩვენ გვჯერა, რომ ეს გუნდი თამაშიდან თამაშამდე უფრო გაიზრდება.

თუ ჩვენი ნახევრიდან ფეხით არ დავარტყით, არ ჩავხურეთ, იმათ ნახევარზე არ გადავიტანეთ თამაში და მუდმივად ჩვენი ნახევრიდან ხელით წამოვიღეთ ბურთი, ძალიან რთული იქნება. ინგლისი არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვიდან მოთამაშე გუნდი, რომელიც სიამოვნებას იღებს დაცვაში. მუდმივად ხელით ვერ შევუტევდით. კიდევ უფრო კარგად შევთამაშდებით, დაგვემატებიან მოთამაშეები. ეჭვი არ მეპარება, რომ მომდევნო თამაშებს უკეთესად ჩავატარებთ. გვქონდა რამდენიმე შანსი 22-თან, რაც ვერ გამოვიყენეთ.

სერიოზული ტრავმები არ ჩანს. მცირე ტრავმები არის, მაგრამ არ მგონია ამან გართულება გამოიწვიოს. ხვალ ყველაფერი უკეთ გამოჩნდება, როცა სამედიცინო სტაფი ანალიზს დაგვიდებს”, – განაცხადა მაისაშვილმა.

საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 21 ნოემბერს, უელსის წინააღმდეგ გამართავს.



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა