ლევან მაისაშვილი: ეჭვი არ მეპარება, რომ მომდევნო მატჩებს უკეთესად ჩავატარებთ

თარიღი: ნოემბერი 14, 2020

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ინგლისის ნაკრებთან განცდილი მარცხის (0:40) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“შოტლანდიის თამაშის შემდეგ, შედარება რომ გავაკეთოთ, იყო მომენტები, როცა უკეთესად გამოვიყურებოდით. რაც ყველაზე მთავარია, უფრო მეტად ბრძოლისუნარიანი გუნდი იყო. სამწუხაროა, რომ მაინც ვერ შევძელით თამაშის მართვა ისე, როგორც გვქონდა დაგეგმილი. ეს ინგლისმა ჩვენზე უკეთ შეძლო, რაც ალბათ, ბუნებრივია. 90 პროცენტი დაცვაში ვიყავით, პირველი დონის გუნდებთან მუდმივად ასე გრძელდება და ზუსტად თამაშიდან თამაშამდე უნდა მოვნახოთ იმის გზა, თუ როგორ დავიჭერთ ბალანსს შეტევასა და დაცვას შორის. პირველ ტაიმში ეს ვერ შევძელით, მეორე ნახევარში შედარებით უკეთ გამოგვივიდა, მაგრამ ტექნიკური წუნიდან გამომდინარე, ბევრი შეცდომა დავუშვით. მთლიანობაში უკეთესი იყო, ვიდრე წინა თამაში, მაგრამ ჯერ ის არ არის, რაც გვინდა.

პირველ რიგში, გვაკლია გამოცდილება, გვაკლია კონკურენცია კონკრეტულ პოზიციებზე, ცოტა ჯანი და რა თქმა უნდა, გვაკლია შეთამაშება. ამას ყველაფერს თამაშიდან თამაშამდე გამოვასწორებთ. რაც შეეხება კონკურენციას კონკრეტულ პოზიციებზე, ეს გრძელ ვადაში გადასაწყვეტია. ნამდვილად არ ვედრებით ინგლისს, მაგრამ შეხედეთ, თითოეულ პოზიციაზე დიდი კონკურენცია და ბრძოლაა. კიდევ ერთი კარგი გაკვეთილი მივიღეთ და ბევრი კარგი რამ ვისწავლეთ ამ თამაშიდან. ეს უბრალო დაპირება არაა – ჩვენ გვჯერა, რომ ეს გუნდი თამაშიდან თამაშამდე უფრო გაიზრდება.

თუ ჩვენი ნახევრიდან ფეხით არ დავარტყით, არ ჩავხურეთ, იმათ ნახევარზე არ გადავიტანეთ თამაში და მუდმივად ჩვენი ნახევრიდან ხელით წამოვიღეთ ბურთი, ძალიან რთული იქნება. ინგლისი არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვიდან მოთამაშე გუნდი, რომელიც სიამოვნებას იღებს დაცვაში. მუდმივად ხელით ვერ შევუტევდით. კიდევ უფრო კარგად შევთამაშდებით, დაგვემატებიან მოთამაშეები. ეჭვი არ მეპარება, რომ მომდევნო თამაშებს უკეთესად ჩავატარებთ. გვქონდა რამდენიმე შანსი 22-თან, რაც ვერ გამოვიყენეთ.

სერიოზული ტრავმები არ ჩანს. მცირე ტრავმები არის, მაგრამ არ მგონია ამან გართულება გამოიწვიოს. ხვალ ყველაფერი უკეთ გამოჩნდება, როცა სამედიცინო სტაფი ანალიზს დაგვიდებს”, – განაცხადა მაისაშვილმა.

საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 21 ნოემბერს, უელსის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები
რაგბი

თედო აბჟანდაძე: “დავინახეთ, რომ ჩვენი სისტემა მუშაობს”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრმა, თედო აბჟანდაძემ “შემოდგომის ერთა თასზე” უელსთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. [&hellip...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “ანგარიში ამ თამაშის მდგომარეობას არ ასახავს”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა “შემოდგომის ერთა თასზე” უელსთან განცდილი მარცხის (18:0) შემდეგ [&hel...
წაკითხვა
რაგბი

ნემანი ნადოლომ სამი საყვარელი ქართველი მორაგბე დაასახელა

“ლესტერ ტაიგერსის” ფიჯელმა ვარსკვლავმა, ნემანი ნადოლომ საქართველოს მიმართ სიყვარული კიდევ ერთხელ გამოხატა. 32 წლის მორაგბემ […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უელსის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, „შემოდგომის ერთა თასის“ მეორე მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობის ხუთი მორაგბე შეცვალა. […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: მილიონი რამ გვაკლია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ინგლისთან მარცხის (0:40) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ბევრი რამე გვაკლია […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “უნდა ვიცოდეთ, რამდენად ძლიერი გუნდია ინგლისი”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ინგლისის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. როგორც იცით, 14 ნოემბერს […]...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილმა “რვა ერისთვის” 35 მორაგბე შეარჩია

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მოსამზადებლად 35 მორაგბე შეარჩია. შოტლანდიასთან გამართული ტესტ-მატჩი...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “ასეთი თამაშები ყოველთვის კარგია, რათა უფრო მეტად გამოვფხიზლდეთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა შოტლანდიასთან განცდილი მარცხის (48:7) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. “რა ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“, შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩი ისევ გადაიდო

რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს […]...
წაკითხვა
რაგბი

ახალი მწვრთნელები საქართველოს ნაკრებში

ფრანგულ შეკრებაზე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს სამი მაღალი დონის სპეციალისტი დაემატება და ისინი გუნდში „შემოდგომის ერთა […]...
წაკითხვა
რაგბი

ოთხი ქართული გვარი – რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლილ ჯონსმა უახლოესი მატჩებისათვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. რუსები 12 ოქტომბრიდან […...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შოტლანდიისა და რუსეთის წინააღმდეგ მატჩებისა

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, შემოდგომის პირველი ორი ტესტ-მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ნაკრები ...
წაკითხვა
რაგბი

“ამოიღო იარაღი და მესროლა ორჯერ” – დაჭრილი მორაგბე განცხადებას აქვეყნებს

რაგბის კავშირის შენობაში დაჭრილმა მორაგბემ, რამაზ ხარაზიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. როგორც იცით, ინციდენტი 16 […]...
წაკითხვა