ლევან მაისაშვილი: “ყველას ვურჩევ, თავი დაანებონ გაუგონარი ზღაპრების მოყოლას”

თარიღი: ნოემბერი 29, 2020

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა შემოდგომის ერთა თასზე ირლანდიასთან წაგებული მატჩის (23:10) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“გაირკვევა, როგორი იქნება ბექა გორგაძის მდგომარეობა. მას მუხლი აქვს დაზიანებული. ახლა ნორმალურადაა, ტკივილებმა გაუარა, თუმცა სანამ სურათს არ გადავიღებთ, არ გვეცოდინება, რა სიმძიმისაა ეს დაზიანება. ჩვენს კარგ თამაშს ძალიან აუფერულებს ის ფაქტი, რომ მან ტრავმა მიიღო და ამაზე ძალიან ვწუხვარ.

თამაშამდე ვცდილობდით, რომ ჩვენი სტატიკური ფაზები გამოგვესწორებინა, უფრო გაგვეძლიერებინა და ჩვენი თამაშის მართვა ყოფილიყო უკეთესი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მატჩში ჩვენი თამაშის მართვა უკეთესი იყო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ამ დონის გუნდებთან მოსაგებად. ორივე ლელო მას შემდეგ მივიღეთ, როდესაც ვიყავით მათ მონაკვეთზე, ჩვენი შანსი მარტივად გადავაბარეთ და აღმოვჩნდით ასეთ რთულ სიტუაციაში. ჩვენი მიზანი იყო, რომ როცა ბურთი ჩვენ გვექნებოდა, ის მეტოქისთვის მარტივად არ დაგვეთმო. ამას დრო სჭირდება. ჩვენ გამოვასწორეთ დაცვით მოლში თამაში.

აქ ძალიან ბევრი სკეპტიკოსია, რომელსაც, ალბათ, ახარებს ქართული რაგბის წარუმატებლობა, დასუსტდა თითქოს ჩვენი შერკინება… ყველას ვურჩევ, თავი დაანებონ გაუგონარი ზღაპრების მოყოლას. ამ ბიჭებს თავი დაანებონ. არაფერი არ დასუსტებულა. რთულია თამაში – მსაჯი როგორ შეგხვდება, როგორი განწყობით ხარ, რამდენად მზად ხარ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და მათ შეთამაშება სჭირდებათ. გვაცადონ იმის კეთება, რასაც ვაკეთებთ.

დღევანდელ მატჩში იყო მომენტი, ჩვენ იმ დროს გავუშვით ხელიდან სადავეები, როდესაც ჩვენ თვითონ უნდა ვყოფილიყავით აქტიურები, მაგრამ ეს ბუნებრივიცაა. ვეთამაშებოდით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს და გარდა იმისა, რომ ჩვენ რაღაცას ვგეგმავთ, ისინიც გეგმავენ და ხელს გვიშლიან. კარგად იცის საზოგადოებამ, რომ ამ გუნდს დღეს ჩვენ წინააღმდეგ დიდი ანგარიშით მოგება ჰქონდა დაგეგმილი. რეალურად, კიდევ გვქონდა რამდენჯერმე ქულის აღების შანსი. რომ არა ჩვენი გამოუცდელობა, შეგვეძლო უფრო სახიფათოები ვყოფილიყავით”, – განაცხადა მაისაშვილმა.



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა