“ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა”
საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს.
“საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის – ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბოლო ორი დღეა დამატებით გართულებები არ ჰქონია, თუმცა მანამდე ყველა შესაძლო გართულება ჰქონდა. ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.
ერთ-ერთ საუკეთესო კერძო კლინიკაშია იოჰანესბურგში – Milpark hospitals. ადგილზე არის მაღალტექნოლოგიური მკურნალობის სრული შესაძლებლობა, ამიტომ ოჯახმა სადმე გადაყვანის გადაწყვეტილება არ მიიღო.
ჩართულია ჩვენი ელჩი ბექა დვალი, ძალიან ეხმარება. იქ ადგილზე ქართველი ექიმია, ვახტანგ რეხვიაშვილი, ძალიან წარმატებული და ავტორიტეტული ექიმია და მისი კონტაქტებითაც მაქსიმალური ყურადღება აქვს. მოკლედ, რაც შესაძლებელია ყველაფერს უკეთებენ. ვუსურვოთ გამოჯანმრთელება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ კლინიკაში უკვე ერთ თვეზე მეტია მკურნალობს.